კახეთის საინფორმაციო ცენტრი
კახეთის საინფორმაციო ცენტრი დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციაა, რომელიც კახეთის რეგიონში მუშაობს. კახეთის საინფორმაციო ცენტრი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებით და საერთაშორისო ნორმებით ხელმძღვანელობს.
ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით კახეთის საინფორმაციო ცენტრი 2009 წლიდან გამოსცემს პირველ ინტერნეტ-გაზეთს კახეთში www.ick.ge. გამოცემას ამზადებს პროფესიონალების გუნდი და მის შექმნაში მონაწილეობენ სტუდენტები. საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები კახეთის ყველა რეგიონში მუშაობენ, ასევე სპეციალური კორესპონდენტები ჰყავს პანკისის ხეობასა და საინგილოში (დასავლეთ აზერბაიჯანი).
კახეთის საინფორმაციო ცენტრი დაარსდა 2008 წლის ოქტომბერში, მანამდე 3 წლის მანძილზე ცენტრი კახეთის რეგიონულ გაზეთს „იმედი“ გამოსცემდა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი ყოველდღიურად ავრცელებს ობიექტურ, ექსკლუზიურ ინფორმაციებსა და ფოტომასალას; ამზადებს ანალიტიკურ სტატიებს და ატარებს ჟურნალისტურ გამოძიებებს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის მომხმარებლები ონლაინ რეჟიმში ყოველდღიურად იღებენ ქართულ ენაზე მომზადებულ ინფორმაციას კახეთში მიმდინარე ყველა პროცესზე.
- „იმედი“ მთელი კახეთისთვის - პროექტი საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭომ (IREX – Georgia; USAID) დააფინანსა. პროექტის ფარგლებში გაზეთი ვრცელდებოდა კახეთის მაღალმთიან და საზღვრისპირა სოფლებში.
- „გამჭვირვალე ბიუჯეტი“ - პროექტი განხორციელდა ბრიტანულ - ქართული პროფესიული ქსელის (UK – GEORGIA Professional Network) მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში კახეთის მუნიციპალურ ბიუჯეტებზე სტატიების სერია მომზადდა.
- „კახეთის საინფორმაციო ცენტრის განვითარების პროექტი“ - განხორციელდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ (OPEN SOCIETY GEORGIA FOUNDATION) მხარდაჭერით. პროექტის მიზანი იყო კახეთის რეგიონში ღია და უტყუარი ინფორმაციის გამავრცელებელი მედიასაშუალების არსებობა და განვითარება.
- „ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფი კახეთში“ - პროექტი ხორციელდება 2010 წლის აპრილიდან ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „საქართველოში მედიის როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება“.
- „ადამიანის უფლებებზე ფოტო და ვიდეო რეპორტაჟები კახეთის ინტერნეტ - გაზეთში“ - პროექტი ხორციელდება 2010 წლის აგვისტოდან საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით.
- „ყოველდღიური ახალი ამბები და ფოტორეპორტაჟები კახეთში“ - პროექტი ხორციელდება 2010 წლის მაისიდან ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ფოტორეპორტაჟების სერიის საშუალებით, შექმნას რეალური სურათი თუ რა ხდება სინამდვილეში კახეთის რეგიონში და განსაკუთრებით იმ სოფლებში, სადაც ჟურნალისტები ჩასვლას წლების განმავლობაში ვერ ახერხებენ
2007 წელს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა კორუფციის თემაზე საუკეთესო სტატიების გამოქვეყნებისათვის გავლენიანი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ - (Transparency International - Georgia) პრიზი მიიღო.
2008 წელს კახეთის საინფორმაციო ცენტრი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიების მომზადებისათვის კავკასიის საგამოძიებო მედია ცენტრის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრთან მუშაობს სოციოლოგიური კვლევის ჯგუფი, რომელიც იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სოციოლოგების და კავკასიური კვლევების სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი მომხმარებელს სთავაზობს ქართულ ენაზე შემდეგი მასალების მიწოდებას:
- ექსკლუზიური ინფორმაციები
- ახალი ამბები
- სტატიები
- ანონსი
- ფოტორეპორტაჟები
- ვიდეომასალა
- სხვა მედიასაშუალებებით კახეთის შესახებ გამოქვეყნებული მასალები
კახეთის საინფორმაციო ცენტრი გთავაზობთ თქვენი ორგანიზაციის ან კომპანიის საინფორმაციო მხარდაჭერას, თქვენი საქმიანობის ან აქტივობების (პრესკონფერენცია, კონფერენცია, სემინარი, აქცია, პრეზენტაცია) შესახებ შემდეგი ინფორმაციის გავრცელებას:
- პრესრელიზების გავრცელება
- ანონსის გავრცელება
- ინფორმაციის მომზადება-გავრცელება
- ინტერვიუს ჩაწერა-გავრცელება
ყველა ტიპის ინფორმაცია გაცვრცელდება როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის, ასევე სხვა მედია-გამოცემების საშუალებით.
სპეციალური მომსახურების შემთხვევაში დამატებით გთავაზობთ:
- თქვენი ორგანიზაციის ან კომპანიის ღონისძიებების ფოტოგადაღება.
- თქვენს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე მედია საშუალებების მოწვევა.
- ინფორმაციების განთავსება სხვა მედიასაშუალებებში შეღავათიან ფასებში.
- სოციოლოგიური კვლევა თქვენთვის საინტერესო საკითხზე, წელიწადში ერთხელ, სატელეფონო ან კარდაკარის პრინციპით.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინტერნეტ-გაზეთი WWW.ICK.GE მუშაობს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით. კახეთის საინფორმაციო ცენტრი ფინანსდება საინფორმაციო ბიულეტენების რეალიზებიდან შემოსული თანხებით.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის მისამართია:
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||













