პარასკევი, 03 თებერვალი 2012 13:17
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის სოფიკო ნიკოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალი მასალები მოიპოვა. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დაზარალებულად ცნობილი გიორგი სიბაშვილი მომხდარის დეტალებს აღწერს.
პარასკევი, 03 თებერვალი 2012 10:53
კახეთის საოლქო პროკურატურა განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, სოფიკო ნიკოლაშვილის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაკავებულის ადვოკატმა მაგული ღვალაძემ განუცხადა.
ორშაბათი, 30 იანვარი 2012 13:55
„მედიის განვითარების ფონდმა“ 2011 წლის შემოდგომაზე განხორციელებული მედია-მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. დასკვნის თანახმად, 2011 წლის აპრილთან შედარებით, 2011 წლის შემოდგომაზე გაიზარდა დამთხვევების წილი საზოგადოებრივ მაუწყებელს, „რუსთავი 2“-სა და „იმედს“ და მეორეს მხრივ, ტელეკომპანიების „მაესტროსა“ და კავკასიას“ საინფორმაციო გამოშვებების შინაარსს შორის.
შაბათი, 28 იანვარი 2012 12:23
შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა „გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს მოკლეს. სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ განჩინება 2011 წლის 26 აპრილს გამოიტანა. სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა.
პარასკევი, 27 იანვარი 2012 23:47
ხუთშაბათი, 26 იანვარი 2012 13:33
საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოს მაცხოვრებლებმა, პროტესტის ნიშნად, 30 ლარიანი ვაუჩერების მიღებაზე უარი თქვეს. მოსახლეობა სოფლის სახნავ - სათესი და საძოვარი მიწების გასხვისებას აპროტესტებს. მათ წერილით საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს, სადაც პროტესტის უკიდურესი ზომების მიღებით იმუქრებიან.
სამშაბათი, 24 იანვარი 2012 14:41
გვერდი 1 / 30
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||













