14:37:11

ფირნიშები
Share |

საზღვრისპირა სოფლიდან 5 ახალგაზრდა დაიკარგა

საზღვრისპირა სოფლიდან 5 ახალგაზრდა დაიკარგათელავის რაიონის სოფელ ლაფანყურის ტყიდან, რომელიც დაღესტანს ესაზღვრება, 5 ახალგაზრდა დაიკარგა. მოსახლეობა და პოლიცია 25 წლამდე მამაკაცებს, ლერი ხუცურაულს, ლევან გარაშვილს, ბესიკ მიჯახკაშვილს, ტატო ღაღოლიშვილს და თამაზ გამიერაშვილს მესამე დღეა ეძებს.

ლაფანყურის მაცხოვრებლების განცხადებით, ახალგაზრდები საქეიფოდ სოფლიდან დაახლოებით 4 კილომეტრში, ტყეში წავიდნენ. ახალგაზრდების კვალი 26 აგვისტოდან, დღის 4 საათიდან იკარგება.

ახლობლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ახალგაზრდები ლეკებმა გაიტაცეს. მათი თქმით, წინა დღეებში ტყესთან ახლოს 4 ფორმიანი, უცხო ადამიანი დაინახეს, რომლებიც მანქანის გამოჩენისთანავე მიიმალნენ.

„2 ახალგაზრდა ჩემი მარშუტკით ტყიდან სოფელში სიგარეტის საყიდლად წამოვიდა. მე ადგილზე დავრჩი, რომ დაიგვიანეს სოფელში ფეხით ჩავედი, მანქანა მიტოვებული იყო და შიგ მხოლოდ მათი პირადი ნივთები ელაგა. ისევ უკან ავბრუნდი და ის დანარჩენი 3 ბიჭიც ადგილზე აღარ დამხვდა“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მიკროავტობუსის მძღოლმა გიორგი ურმანაულმა.

სასაზღვრო პოლიციაში ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.

 

ამ თემაზე:

საზღვრისპირა სოფლიდან დაკარგული 5 ახალგაზრდა იპოვეს

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 23.07.17
19:00-00:00
FairNNW27°C3.3m/s
0mm
ორშაბათი 24.07.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east27°C3.3m/s
0mm
სამშაბათი 25.07.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom north25°C1.9m/s
0mm
ოთხშაბათი 26.07.17 10:00-16:00
Fairfrom east26°C1.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აგვისტო 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 29 30 31