02:06:50

Share |

პროკურატურამ ახმედ ჩატაევის მიმართ დევნა შეწყვიტა და ბრალი მოუხსნა

axmed_chataevis_gamoshveba_5საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაკავებული ჩეჩნეთიდან ლტოლვილის ახმედ ჩატაევის მიმართ, დანაშაულის არ არსებობის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. ჩატაევს გირაოს სახით გადახდილი 5 ათასი ლარიც უკან დაუბრუნდება.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჩატაევის ადვოკატმა, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა ნინო ანდრიაშვილმა განუცხადა, დღევანდელ პროცესზე წინასწარი გამოძიების მიერ მოწმის სახით დაკითხული სამივე მესაზღვრე დაიკითხა. მათ განაცხადეს, რომ ჩატაევს დაკავების დროს არანაირი იარაღი თან არ ჰქონია და მის წინააღმდეგ ჩვენებები შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში ზეწოლის შედეგად მისცეს. სასამართლო პროცესზე მესაზღვრეების დაკითხვის შემდეგ პროკურორმა ჯაბა გურგენიძემ მოსამართლეს ახმედ ჩატაევის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობით მიმართა. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ახმედ ჩატაევი სამართალდამცავებს 2012 წლის 8 სექტემბერს ჩაბარდა. როგორც ცნობილია, ჩატაევი თბილისიდან ლოპოტას ხეობაში, 28 აგვისტოს, საქართველოს შს სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელობის თხოვნით იქამდე  ჩავიდა, ვიდრე შსს ლაფანყურთან ახლოს სპეცოპერაციას დაიწყებდა.

შსს–ს მაღალჩინოსნებმა ჩატაევს ლოპოტას ხეობაში მყოფ შეიარაღებულ ჩეჩნებთან და ქისტებთან მოლაპარაკებაში ჩართვა სთხოვეს. საქართველოს ხელისუფლება ითხოვდა, შეიარაღებულ ჯგუფს, რომელიც საქართველოდან დაღესტნის გავლით ჩეჩნეთში გადასვლას აპირებდა, იარაღი დაეყარა და სამართალდამცავებს ჩაბარებოდნენ. ჩატაევი ხეობის სიღრმეში მოლაპარაკებაზე შევიდა და იქიდან გამოსვლის შემდეგ ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელებს, რომლებსაც კარგად იცნობდა, უთხრა, რომ ჯგუფის წევრები იარაღის დაყრაზე უარს ამბობდნენ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ სპეცრაზმი ლოპოტას ხეობას დატოვებდა, ისინი ისევ პანკისის ხეობაში დაბრუნდებოდნენ. ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა ჩატაევს რამდენიმე წუთი დრო სთხოვა. ჩატაევი ვარაუდობს, რომ სავარაუდოდ შს მინისტრთან, ბაჩო ახალაიასთან უნდა შეეთანხმებინათ მის მიერ მიწოდებული პირობა. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, როცა ჩატაევი პასუხს ელოდებოდა, ის სნაიპერმა ფეხში დაჭრა. ჩატაევმა მიმალვა შეძლო, რამდენიმე წუთში კი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. დაჭრილი ჩატაევი ლოპოტას ხეობაში 10 დღის განმავლობაში დარჩა. მას ჭრილობა გაურთულდა და სიარული ვეღარ შეძლო, რის გამოც ის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს, თავისი ნებით, 8 სექტემბერს ჩაბარდა. ჩატაევი დააკავეს და გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მას მარცხენა ფეხი მოკვეთეს. ჩატაევს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იყო მოთავსებული.

ჩატაევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეში, რომელსაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებდა, შსს–ს ახმედ ჩატაევის წინააღმდეგ 3 მოწმე ჰყავდა, მესაზღვრეები გიორგი კერესელიძე, ბადრი ტყემალაძე და გოგი აივაზაშვილი. სამივე ლაფანყურის სასაზღვრო სექტორის თანამშრომელია. ისინი ჩვენებებში აცხადებდნენ, რომ ჩატაევი როცა დააკავეს, ის შეიარაღებული იყო.

24 ოქტომბერს, კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში გიორგი კერესელიძემ დაადასტურა, რომ ახმედ ჩატაევი მათ თავად ჩაბარდა და არანაირი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა თან არ ჰქონია. მისი თქმით, ჩატაევის ჩაბარების შემდეგ სამივე მესაზღვრე კუდ–ში დაიბარეს და ჩვენებებზე ხელმოწერა იქ დაავალეს. კერესელიძე ამბობს, რომ იმ სიტუაციაში სხვაგვარად არ შეეძლო. რაც შეეხება ბადრი ტყემალაძეს, მისი თქმითაც, ჩატაევს ხელყუმბარები არ ჰქონია.

ჩატაევი თავს დამნაშავედ არ სცნობდა. პატიმრობიდან მისი გათავისუფლების მოთხოვნით, ჩეჩნებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს როგორც პანკისის ხეობაში, ასევე, თბილისში, იუსტიციის სამინისტროსთან. ჩატაევის გათავისუფლებას ითხოვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, საინფორმაციო საშუალებები კი მის საქმეში არსებულ დარღვევებზე სისტემატურად აქვეყნებდნენ მასალებს.

7 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და ჩეჩენი ლტოლვილი ახმედ ჩატაევი, 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. დანაშაულს, რომელიც ჩატაევს ბრალად ედებოდა, ამნისტიაც შეეხო, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროკურატურამ ჩატაევს ბრალდება საერთოდ მოუხსნა.

ფირნიშები

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 26.04.17
06:00-12:00
Clear sky0°C1.6m/s
0mm
12:00-18:00
Cloudyfrom east-southeast9°C3.2m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom east-southeast10°C2.6m/s
0mm
ხუთშაბათი 27.04.17 12:00-18:00
Fairfrom east12°C2.7m/s
0mm
პარასკევი 28.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east13°C1.8m/s
0mm
შაბათი 29.04.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast12°C0.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2013 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31