ფირნიშები

21:56:25

Share |

სტიქიით დაზარალებულთა სიები

სტიქიით დაზარალებულთა სიებირეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კახეთში სტიქიით დაზარალებული 2768 ბენეფიციარის სია გამოაქვეყნა (იხილეთ მასალის ბოლოს მუნიციპალიტეტების მიხედვით). ბენეფიციარებს თანხის აღება ბანკ „ქართუს“ თელავისა და თბილისის ფილიალებში შეუძლიათ.

სამინისტროს ცნობით, დაზარალებულთა სიები ხუთივე მუნიციპალიტეტის გამგეობაშია გადაგზავნილი. „მოქალაქეებმა, იმისათვის, რომ დააზუსტონ, მოხვდნენ თუ არ პირველი ტრანშის სიაში, ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა მიმართონ. მოსახლეობას ინფორმაციის მიღება ასევე შეეძლება სოფლის რწმუნებულებთან. ბენეფიციართა მომდევნო სია ბანკ „ქართუს“ უახლოეს დღეებში გაეგზავნება. მთლიანად, კომპენსაციების გაცემა, სავარაუდოდ, 5-6 კვირა გაგრძელდება. მთელი პროცესი რომ წარიმართოს დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თხოვს დაზარალებულ მოქალაქეებს, იყვნენ მაქსიმალურად ყურადღებით, დამატებითი ინფორმაცია მიიღონ ადგილობრივ გამგეობებში, რომლებიც სრულად იქნებიან ინფორმირებულნი ყველა პროცედურასთან დაკავშირებით“, – განაცხადეს სამინისტროში.

შეგახსენებთ, 2012 წლის 19 ივლისს, ქარბორბალას და ძლიერი სეტყვის შედეგად თელავის, გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარლის და საგარეჯოს რაიონებში რამდენიმე ათასი ოჯახი დაზარალდა. ქარიშხალმა 200–მდე სახლს მთლიანად, ათასზე მეტს კი სახურავი ნაწილობრივ გადახადა. დაისეტყვა ვენახები, ხეხილის ბაღები და ბოსტნეული. გურჯაანის სოფლებში ველისციხეში, ვაზისუბანში, შაშიანში, კალაურსა და ვაჩნაძიანში სეტყვამ მოსავლის 100% გაანადგურა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

სტიქიის შედეგად დაზარალებულები ყოფილმა მთავრობამ სამ კატეგორიად დაყო. პირველი კატეგორია, ანუ ოჯახმა, რომელსაც მოსავალი 100%–ით გაუნადგურდა, 1300–1500 ლარის ოდენობის კომპენსაცია მიიღო. მეორე კატეგორიაში ის ოჯახები შევიდნენ, რომელთაც მოსავალი 70–80%–ით გაუნადგურდათ. მათ კომპენსაციის სახით 800–900 ლარი მიიღეს. მესამე კატეგორიის დაზარალებულებს, მათ ვისაც სტიქიამ მოსავლის 50%–მდე გაუნადგურა, სახელმწიფო 300–500 ლარით დაეხმარა.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, ფონდმა „ქართუმ“ ოფიციალური ინფორმაციით 100 მილიონამდე ლარი გამოყო.

იხილეთ დაზარალებულთა სიები

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

თელავის მუნიციპალიტეტი

ყვარლის მუნიციპალიტეტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

ფოტო

News image

თანამედროვეობის ორი ყველაზე ცნობილი ჰიპერრეალისტი მხატვარი [Photos]

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 01.10.16
04:00-07:00
Partly cloudyNNW8°C1.5m/s
0mm
07:00-13:00
Partly cloudyfrom northwest7°C1.5m/s
0mm
13:00-19:00
Fairfrom east-northeast13°C2.2m/s
0mm
19:00-01:00
Fairfrom north-northeast10°C1.4m/s
0mm
კვირა 02.10.16 13:00-19:00
Clear skyfrom east-southeast15°C1.2m/s
0mm
ორშაბათი 03.10.16 10:00-16:00
Clear skyfrom east13°C1.0m/s
0mm
სამშაბათი 04.10.16 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast14°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2013 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 24 25 26 27
28 29 30 31