09:44:24

ფირნიშები
Share |

სირიაში კიდევ 2 პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა


მუხმად თურქოშვილისირიაში კიდევ 2 პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა. დადასტურებული ინფორმაციით გარდაცვლილები არიან 24 წლის რამზან ფარეულიძე, რომელიც სირიაში წასვლამდე სოფელ ბირკიანში ცხოვრობდა და სოფელ ომალოს მკვიდრი, 22 წლის მუხმად თურქოშვილი. ორივე მათგანი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა. ინფორმაცია მათი გარდაცვალების შესახებ გუშინ გავრცელდა.

რამზან ფარეულიძე სირიაში დაახლოებით ერთი წლის წინ წავიდა. მანამდე ის თელავში სწავლობდა, იურიდიულ ფაკულტეტზე. სწავლა მან მესამე კურსიდან შეწყვიტა.

სირიაში წასვლის შემდეგ მისი ოჯახის წევრები რამზანის საქართველოში დაბრუნებას ცდილობდნენ. დედამისი იქ ჩავიდა კიდეც, მაგრამ შვილი საქართველოში დაბრუნებაზე ვერ დაითანხმა. 2015 წელს რამზანს პანკისიდან საცოლე ჩაუყვანეს, 20 წლის გოგონა, რომელიც სოფელ ძიბახევში ცხოვრობდა.

რაცშეეხება მუხმად თურქოშვილს, ის პანკისიდან სირიაში დაახლოებით ერთი წლის წინ წავიდა. მანამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის თურქეთში ცხოვრობდა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად. მუხმად თურქოშვილს პანკისში ცოლი და ერთი შვილი დარჩა.

სირიაში საბრძოლო მოქმედებებში უკვე 14 პანკისელი დაიღუპა;

24 წლის რამზან ფარეულიძე;

22 წლის მუხმად თურქოშვილი;

23 წლის თურფალ ბორჩაშვილი;

33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი;

24 წლის დავით სვიაკაური;

18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი;

21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი;

22 წლის გურამ გუმაშვილი;

18 წლის ბესო კუშტანაშვილი;

36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი;

24 წლის ხალიდ აჭიშვილი;

26 წლის ჰამზათ აჭიშვილი;

აბდულ-მალიქ მუთოშვილი;

23 წლის რუსტამ გელაევი;

არსებული ინფორმაციით, პანკისის ხეობიდან სირიაში 50–მდე ახალგაზრდა იბრძვის ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს.




ამ თემაზე:

აიუფ ბორჩაშვილი ადასტურებს, რომ საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელია

პანკისიდან სირიაში კიდევ 5 ახალგაზრდა წავიდა, მათ შორის ორი სტუდენტია

ამანათი პანკისიდან სირიაში – 17 წლის გოგონას პანკისელ მებრძოლს საცოლედ უგზავნიან [Video]

პანკისიდან სირიაში სკოლის მოსწავლე გოგონა გაგზავნეს

რა შესაძლო კავშირი აქვს შსს–ს პანკისიდან სირიაში სკოლის მოსწავლეების გაგზავნასთან

სკოლის მერხიდან ომში [Video]



ფოტო

News image

ვერტმფრენიდან დანახული ულამაზესი საქართველო [Photos]

ვიდეო

„ვერც თოვლმა დამძრა გუდამაყრიდან, ვერც - შიმშილმა“ - გია წიკლაური

ვიდეო

„მერცხალა ბებოს“ ვიდეობლოგი – ქალი, რომელიც 37 წელია მუდმივად თუშეთში ცხოვრობს

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 20.01.17
16:00-19:00
Partly cloudyfrom south-southwest1°C1.0m/s
0mm
19:00-01:00
Cloudyfrom west-southwest-2°C1.5m/s
0mm
შაბათი 21.01.17 13:00-19:00
Partly cloudyfrom northeast2°C1.5m/s
0mm
კვირა 22.01.17 13:00-19:00
Clear skyNNW2°C1.8m/s
0mm
ორშაბათი 23.01.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-4°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31