18:30:40

ფირნიშები
Share |

ახმეტის გამგებელმა თავის მოადგილეს ვენახის ყიდვა ბიუჯეტიდან დაუფინანსა

ახმეტის გამგებლმა თავის მოადგილეს ვენახის ყიდვა ბიუჯეტიდან დაუფინანსა

დავით ფოცხვერიშვილი ახმეტის გამგებლის მოადგილედ 2015 წლის თებერვალში დაინიშნა. თანამდებობაზე დანიშვნიდან სულ რაღაც თვენახევრის შემდეგ ის გამგეობის ყველა სხვა მოსამსახურისგან გამორჩეულად იქნა წახალისებული - გამგებლის 2015 წლის 3 აპრილის №443 ბრძანებით მან ხელფასის სრული ოდენობით დანამატი მიიღო, ხოლო სამი დღის შემდეგ - 6 აპრილის №444 ბრძანებით - ასევე ხელფასის ოდენობის პრემია, რამაც, ხელფასთან ერთად, საბოლოო ჯამში 3900 ლარი შეადგინა. რესპოდენტის განცხადებით, ფოცხვერიშვილს იმ პერიოდში ვენახის ყიდვა უნდოდა და საკმარისი თანხა არ ჰქონდა, ამიტომ გამგებელმა „მეგობრული“ დახმარება ბიუჯეტიდან აღმოუჩინა.

დავით ფოცხვერიშვილი წლების განმავლობაში კერძო მესაქონლეობას მისდევდა, პერიოდულად მუშაობდა ხე-ტყის გადამამუშავებელ კერძო საამქროებშიც. საჯარო სამსახურში ის პარლამენტის მაჟორიტარი წევრის ზურაბ ზვიადაურის წყალობით მოხვდა, რომელმაც 2013 წლის დასაწყისში დეპუტატის ბიუროს უფროსად დანიშნა.

შემდეგში მას პიროვნული ერთგულება დაუფასეს და 2015 წლის თებერვალში მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე გადაიყვანეს, სადაც მისი ხელფასის ოდენობა 1300 ლარს შეადგენს. რამდენიმე დღის წინ, დავით ფოცხვერიშვილს პარტიული ნდობაც გამოუცხადეს - იგი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ბიუროს წევრად იქნა არჩეული.  

სამოქალაქო აქტივობების ცენტრის საჯარო მმართველობის მონიტორინგის ხელმძღვანელის, იურისტ გელა შაშიაშვილის განმარტებით, პრემია ფულად წახალისებას გულისხმობს და მხოლოდ კანონმდებლობით ზუსტად განსაზღვრული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შეიძლება გაიცეს, ხოლო დანამატი მოიცავს არასამუშაო საათებში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს.

საინფორმაციო ცენტრების ქსელმა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით გაარკვია, რომ წახალისების ნამდვილი მიზეზი გამგებლის მოადგილის ჰიპერწარმატებული სამსახურებრივი საქმიანობა სულაც არ ყოფილა. იმ პერიოდში მას ვენახის ყიდვა უნდოდა და საკმარისი თანხა არ ჰქონდა, ამიტომ გამგებელმა „მეგობრული“ დახმარება ბიუჯეტიდან აღმოუჩინა.

გამგეობის ერთ–ერთი თანამშრომელი, რომლის ვინაობასაც მისივე თხოვნით არ ვამჟღავნებთ, აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევები ახმეტის გამგეობაში სხვა დროსაც ყოფილა. მაგალითად, 3 წლის უკან სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მეხანძრის დღესთან დაკავშირებით რესტორანში იქეიფეს, ხოლო სუფრის დანახარჯის გადახდას გამგეობა რამდენიმე სანდო პირზე გაცემული პრემიით აპირებდა, რაც საკრებულოს იმჟამინდელი თავმჯდომარის უარის გამო ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, შარშან წლის ბოლოს რამდენიმე მოხელეს დანამატი მხოლოდ იმ პირობით გაუწერეს, რომ აღებული თანხა (დაახლოებით 3000 ლარი) მათ ერთ-ერთ თანამდებობის პირს გადასცეს ოჯახური პრობლემის მოსაგვარებლად.

ჩვენს მიერ ფაქტის გადამოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ 2015 წლის 30 აპრილს დავით ფოცხვერიშვილმა საჯარო რეესტრის სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურში მართლაც გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება და 2000 აშშ დოლარად შეიძინა ქალაქ ახმეტაში მდებარე 4916 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი - 50.04.39.185).

კახეთის საინფორმაციო ცენტრი დავით ფოცხვერიშვილს დაუკავშირდა. როგორც გამგებლის მოადგილემ აღნიშნა, მისთვის უცნობია რის გამო დაერიცხა პრემია და დანამატი და ამაზე პასუხი გამგებელმა უნდა გასცეს. რაც შეეხება ვენახის ყიდვას, ფოცხვერიშვილის თქმით, ვენახი ბანკიდან გამოტანილი სესხით იყიდა.

„ასეთ სულელურ ინფორმაციებს ვინ გაწვდით. დეკლარაციაში ნახეთ კრედიტი რომ მაქვს გამოტანილი, ნაწილი დავფარე წლის ბოლოს და ნაწილი კიდევ დასაფარი მაქვს. როგორ გჯერათ ასეთი სისულელეების, მაოცებთ“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს დავით ფოცხვერიშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბექა ბაიდაურს ვერ დაუკავშირდა. გამგებელი ზურაბ ზვიადაურის სახელობის სპორტსკოლის მოჭიდავეებთან ერთად ისრაელში იმყოფება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 2016 წლის 29 იანვარს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ დავით ფოცხვერიშვილს საერთოდ არ ჰქონდა წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, რის გამოც იგი შესაძლოა 1000 ლარით დაჯარიმდეს. შემოწმებით დადგინდა, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე მისი დეკლარაცია დღეის მდგომარეობითაც არ არის ატვირთული.


მსგავს თემაზე:

ინტელექტ - კლუბის მოაზროვნე ახმეტის გამგეობაში თანამდებობისთვის შეუფერებლად ცნეს


ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 23.11.17
23:00-00:00
Cloudyfrom west1°C2.0m/s
0mm
პარასკევი 24.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom west3°C0.8m/s
0mm
შაბათი 25.11.17 12:00-18:00
Fairfrom west3°C2.3m/s
0mm
კვირა 26.11.17 10:00-16:00
Clear skyfrom northeast0°C1.2m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 25 26 27
28 29 30 31