22:18:40

ფირნიშები
Share |

სახალხო დამცველი – ყვარლის ავარულ სოფლებში გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა დადასტურდა

სახალხო დამცველი – ყვარლის ავარულ სოფლებში გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა დადასტურდაყვარლის რაიონში, ეთნიკური ავარებით დასახლებულ სოფლებში ქალის გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა დადასტურდა, – ამ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს. ადგილობრივი მაცხოვრებლები გოგონების წინადაცვეთას „ნათლობას“ უწოდებენ. მათი ინფორმაციით, წინდაცვეთის დროს ხდება ქალის სასქესო ორგანოს, კლიტორის მცირე ნაწილის მოკვეთა ან ჩაჭრა, სახლის პირობებში. სახალხო დამცველი ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებისგან, ასევე პროკურატურისგან რეაგირებას ითხოვს.

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მან საკუთარი ინიციატივით დაიწყო ყვარლის მუნიციპალიტეტში ქალის გენიტალიების სავარაუდო დასახიჩრების შემთხვევების შესწავლა.

2016 წლის 24–25 ოქტომბერსა და 9 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვდნენ და გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას, სკოლის მასწავლებლებს, გამგებლის რწმუნებულის თანამშრომლებს, შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს უფროსს და თელავში მდებარე ერთ-ერთი სამშობიარო სახლის მორიგე ექიმ–გინეკოლოგს.

„ჩემს რწმუნებულებთან შეხვედრისას ადგილობრივმა მოსახლეობამ დაადასტურა ამგვარი პრაქტიკის არსებობა. სამწუხაროდ, მოსახლეობა არ ფლობს ინფორმაციას საკითხის სირთულის, რისკებისა და გართულებების შესახებ. ასევე, არ იციან თუ რა მიზანს ემსახურება აღნიშნული პრაქტიკა და მას ძირითადად რელიგიურ წეს-ჩვეულებებს უკავშირებენ. ქალის გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა ყვარლის ერთ სოფელში სავარაუდოდ სრულადაა გავრცელებული, ხოლო ორ სოფელში მხოლოდ რამდენიმე ოჯახის მიერ ხორციელდება“, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ ყვარლის პოლიციის უფროსსაც, რომლის ინფორმაციით, ამ ფაქტების შესახებ ბოლო დროს შეიტყვეს, თუმცა გადამოწმებისას არ დადასტურდა.

სახალხო დამცველის განცხადებით, ქალის გენიტალიების დასახიჩრება უფლებადარღვევის უკიდურესი ფორმაა, რომელიც არღვევს ქალის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და წამების აკრძალვის უფლებებს.

„ამგვარი პრაქტიკა ძირითადად ქალზე და მის სხეულზე კონტროლის მიზნით ხორციელდება. მით უფრო, სახლის პირობებში, გენიტალიებზე მანიპულაციის ჩატარებამ, შესაძლოა, მრავალი გართულება გამოიწვიოს“, – აღნიშნავს უჩა ნანუაშვილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2014 წელს ხელი მოაწერა ევროსაბჭოს კონვენციას „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციაზე“ სადაც ცალკე მუხლი ეთმობა „ქალის გენიტალების დასახიჩრებას“. კონვენცია სახელმწიფოებს მოუწოდებს მიიღონ ყველა ზომა, რომ ქალთა და გოგონათა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა - როგორც განხორციელება, ისე წაქეზება, გარიგება ან იძულება იქნას კრიმინალიზებული (მუხლი 38). კონვენციის რატიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა.

ასევე, გაეროს გენერალური ასამბლეის 2014 წლის 18 დეკემბრის რეზოლუცია მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს მიიღონ ყველა ზომა ამ მავნე პრაქტიკისა და ქალთა და გოგონათა უფლებების დარღვევის მძიმე ფორმის პრევენციისა და აღმოფხვრისთვის.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას უახლოეს მომავალში განახორციელოს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება და მიიღოს ყველა ზომა ამ ახლად აღმოჩენილი მავნე პრაქტიკის აღმოსაფხვრელად.

საკითხის შესწავლის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია სახალხო დამცველმა 2016 წლის 11 ნოემბერს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას მიაწოდა.

სახალხო დამცველის თქმით, ის თვალს მიადევნებს შესაბამისი ორგანოების მხრიდან რეაგირებას, ამასთან გააგრძელებს მუშაობას მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

შეგახსენებთ, ყვარლის რაიონის ეთნიკური ავარებით დასახლებულ რამდენიმე სოფელში ქალის გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკასთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა“ (IWPR) გაავრცელა.



ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 21.01.18
02:00-06:00
Partly cloudy2°C0.6m/s
0mm
06:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest-1°C1.0m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast7°C0.4m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom west3°C1.6m/s
0mm
ორშაბათი 22.01.18 12:00-18:00
Cloudyfrom northeast8°C1.4m/s
0mm
სამშაბათი 23.01.18 12:00-18:00
Fairfrom north9°C0.7m/s
0mm
ოთხშაბათი 24.01.18 10:00-16:00
Clear skyfrom west-northwest5°C1.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ნოემბერი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30