ოთხშაბათი, 08 სექტემბერი 2010 16:29
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი გოცირიძე თანამდებობიდან გადადგა. უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მისი განცხადება დააკმაყოფილა. გოცირიძე თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაცით, გიორგი გოცირიძე გუშინ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იყო დაბარებული, რის შემდეგაც ეს გადაწყვეტილება მიიღო.













