00:38:35

Share |

500 000 თავისუფლების სანაცვლოდ

500 000 თავისუფლების სანაცვლოდსასტუმროსა და რესტორნების ქსელის „ალაზნის ველის“ მეპატრონეს კოტე მახათელაშვილს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. მახათელაშვილი 250 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მასთან ერთად დაკავებული 6 პირიდან ოთხს 10 – 10 ათასი ლარი გადაახდევინეს, ორი კი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პროკურატურა კოტე მახათელაშვილთან, ნახევარი მილიონი ლარის გადახდის შემთხვევაში, საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს.

სამართალდამცავებმა კოტე მახათელაშვილი 6 პირთან ერთად 2010 წლის აპრილში, წინასაარჩევნოდ დააკავეს. კოტე მახათელაშვილი იმ დროისთვის კახეთის რეგიონალურ სავაჭრო სამრეწველო პალატას ხელმძღვანელობდა. ბიზნესმენის დაკავების მიზეზად სამსახურებრივი სიყალბის ჩადენა დასახელდა.

 კახეთის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, კახეთის რეგიონალური სავაჭრო სამრეწველო პალატის ექსპერტი კახი გემაზაშვილი, სპეციალისტი თემურ მახათელაშვილი და პალატის უფროსი კონსტანტინე მახათელაშვილი, ყალბი სავაჭრო სამრეწველო პალატის ექსპერტიზის აქტებით, დახმარებას უწევდნენ პირებს უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ექსპორტში.

 პროკურატურის ცნობით, სამსახურებრივი სიყალბის დადგენა მას შემდეგ მოხერხდა, რაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის საგამოძიებო ჯგუფის და კახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა თურქეთის სახელმწიფო ნომრით სატვირთო ავტომანქანა „მანი“ დააკავეს, რომლის მისაბმელზეც თურქეთის სახელმწიფოში საექსპორტოდ გასაგზავნი უკანონოდ მოპოვებული 27 მ3 წიფლის ჯიშის სამასალე მერქანი აღმოჩნდა.

 ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლების, ყალბი საგადასახადო და სხვა ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს ახმეტაში მცხოვრები ზაზა გომელაური, ზვიად და ოლეგ ოთარაშვილები და ნუგზარ ბეჯანოვი.

 სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით კახი გემაზაშვილი, თემურ და კონსტანტინე მახათელაშვილები კომენტარს არ აკეთებენ. სისხლის სამართლის საქმეს თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა წიკლაური იხილავს. მოსამართლის თანაშემწის თქმით, მოსამართლის შვებულებაში გასვლის გამო საქმის განხილვა სექტემბრისთვის გადაიდო.

 შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმადე თელავში სხვა ბიზნესმენებიც დააკავეს, შპს „სოფიას“ მფლობელი იგორ პაპუნაშვილი და სავაჭრო ცენტრი „ლიმბოს“ ერთ-ერთი მეპატრონე მამუკა ჭარბაძე. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულები თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ნატალია სარქისაშვილი

ვიდეო

ადვოკატები სასამართლოს არაობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ

ფოტო რეპორტაჟი

News image

შეზღუდვები გზებზე

გამოკითხვა

როგორ აფასებთ საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 06.02.12
13:00-19:00
Fairfrom southeast-1°C1.4m/s
0mm
19:00-01:00
Fairfrom southeast-2°C2.0m/s
0mm
სამშაბათი 07.02.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast-2°C1.8m/s
0.1mm
ოთხშაბათი 08.02.12 10:00-16:00
Snowfrom southeast-3°C2.3m/s
5.0mm
ხუთშაბათი 09.02.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast-6°C1.3m/s
0.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აგვისტო 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy