02:04:59

Share |

ქრთამის აღების ფაქტზე ყველაზე მეტი მოხელე კახეთშია დაკავებული

ქრთამის აღების ფაქტზე ყველაზე მეტი მოხელე კახეთშია დაკავებულიქრთამის აღების ბრალდებით 2008 – 2010 წლებში ყველაზე მეტი სახელმწიფო მოხელე კახეთშია დაკავებული. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოპოვებული სტატისტიკური მონაცემებით, სამართალდამცავებმა კორუფციის ფაქტზე რეგიონში 20-ზე მეტი სახელმწიფო მოხელე აიყვანეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელი ნათელა ასაბაშვილი. გამოძიების ინფორმაციით, ასაბაშვილმა მოქალაქეს სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის რეგისტრაციისას დოკუმენტების დამზადების დაჩქარებაში ქრთამის სახით 300 ლარი გამოართვა.

იუსტიციის სააგენტოს გენერალურმა ინსპექციამ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ლაგოდეხის სამსახურის უფროსი გიული ლომიძე დააკავა. ლომიძეს ბრალი საბუთების გაყალბებასა და ქრთამის აღებაში ედება. წინასწარი გამოძიების მასალების მიხედვით, მან ცოლ - ქმარ ტელმან ნოვრუზოვსა და ჰაბილ ალიევს ქორწინებაში არყოფნის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები დაუმზადა.

შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმნდინარეობისას, დააკავეს იუსტიციის სამინისტროს საგარეჯოს რაიონის სამოქალაქო რეგისტრაციის სამსახურის თანმშრომელი არჩილ გოგიაშვილი. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, გოგიაშვილმა მოქალაქეების ლილი ჯღარკავას და ზურაბ ამირანაშვილის შუამავლობით, მოქალაქეს 2 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ, დაუმზადა საქართველოს მოქალაქის ყალბი პასპორტი.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების საგარეჯოს სამსახურის უფროსი ნიკო შაქარაშვილი დააკავეს.

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი გიორგი გოდერძიშვილი. გამოძიების ინფორმაციით, გოდერძიშვილმა წვევამდელებისათვის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 2 000 ლარი აიღო.

სამართალდამცავებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს რწმუნებული კაზანთარ მამედოვი.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქრთამის სახით 600 ლარის აღების ფაქტზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ თულარის წრმუნებული აივაზ ნასიბოვი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ნასიბოვი ყალბი დოკუმენტების გაცემის სანაცვლოდ მოქალაქეებს ქრთამს სისტემატურად სძალავდა. ნასიბოვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში 2010 წლის 26 აგვისტოს დააკავეს.

კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგის სიბაშვილის განცხადებით, ზოგიერთმა სახელმწიფო მოხელემ ამ დრომდე ვერ ისწავლა სახელმწიფო სამსახურში მუშაობას როგორი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. „მე კადრებში პრობლემას ვერ ვხედავ. ერთი კოჭლი ცხვარი ფარას ყოველთვის გამოერევა და მას მკურნალობა სჭირდება“, - აღნიშნა სიბაშვილმა.

გელა  მთივლიშვილი

ვიდეო

ადვოკატები სასამართლოს არაობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ

ფოტო რეპორტაჟი

News image

შეზღუდვები გზებზე

გამოკითხვა

როგორ აფასებთ საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 06.02.12
13:00-19:00
Fairfrom southeast-1°C1.4m/s
0mm
19:00-01:00
Fairfrom southeast-2°C2.0m/s
0mm
სამშაბათი 07.02.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast-2°C1.8m/s
0.1mm
ოთხშაბათი 08.02.12 10:00-16:00
Snowfrom southeast-3°C2.3m/s
5.0mm
ხუთშაბათი 09.02.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast-6°C1.3m/s
0.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აგვისტო 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 28 29
30 31          

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy