ნოდარ საქუაშვილის ოჯახს ქონება წაართვეს
სამშაბათი, 07 სექტემბერი 2010 10:30
თელავის რაიონის სოფელ სანიორეში მცხოვრები ბიზნესმენის, აწ გარდაცვლილი ნოდარ საქუაშვილის ოჯახს ქონება წაართვეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბიზნესმენის მეუღლემ ლია ელიზბარაშვილმა განუცხადა, შანტაჟით და სხვადასხვა დოკუმენტების გაყალბების შედეგად, ბიზნესმენის 9 მილიონ ლარად შეფასებული ქონება ნოდარ საქუაშვილის დამ ქეთევან ჯინჭველაძემ მიითვისა. ლია ელიზბარაშვილის თქმით, ქეთევან ჯინჭველაძის მეუღლე ნუგზარ ჯინჭველაძე საქართველოს შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლის თაკო სალაყაიას ბიძაა.
ლია ელიზბარაშვილი: „მე და ნოდარი 1980 წელს დავქორწინდით. ნოდარს ჩემთან სამი შვილი ჰყავს. რაც ქონება გვქონდა, თანაცხოვრების პერიოდში დავაგროვეთ. მოგვიანებით ჩვენთან საცხოვრებლად გადმოვიდნენ ნოდარის მშობლები და მისი და თავისი ოჯახით. 2000 წელს ოჯახში სიტუაციის დაძაბვის გამო მე სახლიდან წავედი, თუმცა განწორწინება არ გაგვიკეთებია. თელავის სასამართლოდან შეტყობინება 2004 წელს მივიღე. ნოდარი განქორწინებას ითხოვდა, მაგრამ მე სასამართლოში არ მივსულვარ. 2007 წელს ნოდარი გარდაიცვალა. მას ხელოვნური სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მისი გარდაცვალების შემდეგ, მე და ჩემს შვილებს არაფერი დაგვრჩა. ყველაფერი წაგვართვეს. ნოდარს ბანკიდან 2 მილიონი მიზნობრივი კრედიტი ჰქონდა აღებული. ჩემს შვილებს დაემუქრნენ, რომ თუ ქონებას პაპამისის კოსტა საქუაშვილის სახელზე არ გადააფორმებდნენ, მამამისის ცხედარსაც კი ამოთხრიდნენ. ნოდარი სანავარდოს პარკშია დაკრძალული, რომელიც ვალის გამო ბანკს აქვს აღებული. იყო სხვა მუქარებიც. ბავშვები, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეები იძულებულები გახდნენ, ქონება პაპამისის სახელზე გადაეფორებინათ. კოსტა საქუაშვილმა კი ყველაფერი თავის შვილს, ჩემს მულს აჩუქა. დოკუმენტები სულ გაყალბებული აქვთ. მე საერთოდ განქორწინებულად გამომაცხადეს. ჩემი მეუღლის ხელმოწერაც გაყალბებულია. ამის დასადასტურებლად ექსპერტიზის დასკვნაც მაქვს, მაგრამ არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, არადა მეც და ჩემი შვილებიც საარსებო წყაროს გარეშე ვართ დარჩენილები. ქონებიდან არაფერი არ შეხვდა ნოდარის კიდევ 2 შვილს, რომელიც მეორე ცოლთან ჰყავს“.
ლია ელიზბარაშვილმა არაერთხელ განცხადებით მიმართა საქართველოს შს სამინისტროს, მთავარ პროკურატურას, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მაგრამ გამოძიება არ დაიწყო.
არაერთი მცდელობის მიუხედავად ლია ელიზბარაშვილის მულს ქეთევან ჯინჭველაძეს და მის მეუღლეს ვერ დავუკავშირდით.
შეგახსენებთ, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ნოდარ საქუაშვილი კახეთში პრეზიდენტის მასპინძელი იყო. მიხეილ სააკაშვილს სანიორეში მასთან მაღალი რანგის სტუმრებიც ჩაჰყავდა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფი ამ თემაზე ჟურნალისტურ გამოძიებას უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.
ნატალია სარქისაშვილი
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml:1: parser error : Document is empty in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94
Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94
Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: ^ in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94
Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml:1: parser error : Start tag expected, '<' not found in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94
Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94
Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: ^ in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94
Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109
Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133
Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
| ||||





