02:05:44

Share |

სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში

სპეცოპერაცია პანკისის ხეობაშისამართალდამცავებმა სპეცოპერაციის შედეგად პანკისის ხეობაში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი სოსო ღუზარაული დააკავეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ღუზარაული იარაღით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი. ჩხრეკის შედეგად ხეობაში მდებარე ერთ-ერთი სახლიდან, სადაც ღუზარაული იმყოფებოდა, სამართალდამცავებმა იარაღი ამოიღეს. პოლიციამ დანაშაულში კიდევ ერთი ეჭვმიტანილის, ყოფილი სამხედრო ოფიცრის, გვარად ბათირიშვილის დაკავება ვერ შეძლო. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ამ დროისთვის ძებნაშია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ქეთი ჯანელიძე დაგვპირდა, რომ ინფორმაციას მოიძიებდა, თუმცა უშედეგოდ. დაპირების შემდეგ ჯანელიძე კახეთის საინფორმაციო ცენტრის სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს. კახეთის საინფორმაციო ცენტრი პრესსამსახურის თანამშრომელს ირალი გურგენიძეს დაუკავშირდა. „თუ კომენტარის ან სხვა ინფორმაციის მიღება გინდათ, სამინისტროს წერილობით მომართეთ, ფოსტის საშუალებით. ჩვენთან ასეთი წესია“, - აღნიშნა გურგენიძემ.

პანკისის ხეობაში რომ სპეცოპერაცია ნამდვილად ჩატარდა, ამას ახმეტის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯარაფ ხანგოშვილიც ადასტურებს. „აქ ჰყოლია ღუზარაულს მეგობარი. იმასაც სამხედროში უმუშავია, ოფიცერი ყოფილა და ამბობენ, რომ ის ყიდდა იარაღს. იყვნენ მანქანებით ჩამოსულები, მაგრამ ვერ დაიჭირეს, დაიმალა“, - განაცხადა ჯარაფ ხანგოშვილმა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, ღუზარაული თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა დააკავეს და აღნიშნულ საქმეში პროკურატურა ჩართული არ არის.

გელა მთივლიშვილი

ვიდეო

ადვოკატები სასამართლოს არაობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ

ფოტო რეპორტაჟი

News image

შეზღუდვები გზებზე

გამოკითხვა

როგორ აფასებთ საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 06.02.12
13:00-19:00
Fairfrom southeast-1°C1.4m/s
0mm
19:00-01:00
Fairfrom southeast-2°C2.0m/s
0mm
სამშაბათი 07.02.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast-2°C1.8m/s
0.1mm
ოთხშაბათი 08.02.12 10:00-16:00
Snowfrom southeast-3°C2.3m/s
5.0mm
ხუთშაბათი 09.02.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast-6°C1.3m/s
0.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< სექტემბერი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy