02:05:21

Share |

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გადადგა

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გადადგაიაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი გოცირიძე თანამდებობიდან გადადგა. უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მისი განცხადება დააკმაყოფილა. გოცირიძე თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაცით, გიორგი გოცირიძე გუშინ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იყო დაბარებული, რის შემდეგაც ეს გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა განუცხადეს, გოცირიძის გადაწყვეტილების შესახებ დილით შეიტყვეს, როცა მან რექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ კანცელარიაში განცხადება შეიტანა. „სამინისტროდან გვიან ჩამოსულა და უნივერსიტეტში აღარ დაბრუნდა. აქ დილით მოვიდა და რამდენიმე წუთში ცნობილი გახდა, რომ განცხადება დაწერა. სანამ სამინისტროში წავიდოდა, გადადგომაზე არ ფიქრობდა. პირიქით, სექტემბერში აკადემიური საბჭოს არჩევნებია დაგეგმილი, ახალი სასწავლო წელი იწყება და აქტიურად ვემზადებოდით“, - აღნიშნეს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა.

უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის თაობაზე აკადემიური საბჭოს წევრები კომენტარს არ აკეთებენ.

ზურა რაინაული: „გამანებეთ თავი. არ ვარ ვალდებული კომენტარი გავაკეთო. ნუ მაწუხებთ“.

ია ჯიმშიტაშვილი: „კომენტარების გარეშე“.

უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას რექტორის მოადგილე დავით მახაშვილი ასრულებს. კომენტარს არც მახაშვილი აკეთებს: „მე ვერაფერს გეტყვით“, - აღნიშნა მახაშვილმა.

ვიდეო

ადვოკატები სასამართლოს არაობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ

ფოტო რეპორტაჟი

News image

შეზღუდვები გზებზე

გამოკითხვა

როგორ აფასებთ საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 06.02.12
13:00-19:00
Fairfrom southeast-1°C1.4m/s
0mm
19:00-01:00
Fairfrom southeast-2°C2.0m/s
0mm
სამშაბათი 07.02.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast-2°C1.8m/s
0.1mm
ოთხშაბათი 08.02.12 10:00-16:00
Snowfrom southeast-3°C2.3m/s
5.0mm
ხუთშაბათი 09.02.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast-6°C1.3m/s
0.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< სექტემბერი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy