04:44:38

Share |

წინასაარჩევნოდ 25 ათასი სტუდენტის დასაქმებას 12,5 მლნ ლარი შეეწირება

წინასაარჩევნოდ 25 ათასი სტუდენტის დასაქმებას 12,5 მლნ ლარი შეეწირებათბილისის მერიის შემდეგ სტუდენტების დასაქმებაზე ზრუნვა განათლების სამინისტრომაც დაიწყო. უკვე ცნობილია, რომ 2012 წლის ზაფხულში შაშკინის უწყება ერთი თვის განმავლობაში 25 ათას სტუდენტს დაასაქმებს და ამაში თითოეულს 500 ლარს გადაუხდის. ამ ერთთვიან პროგრამას დაახლოებით 12,5 მილიონი ლარი შეეწირება.

„სტუდენტთა დასაქმების პროგრამას ექსპერტთა ერთი ნაწილი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს, მეორე ნაწილს კი საერთოდ ვერ გაუგია, რა შუაშია განათლების სამინისტრო დასაქმების პროგრამასთან“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ დღევანდელ ნომერში.

„ის რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალი წლის ზაფხულში პროგრამა „სამერ ჯობ“-ის განხორციელებას აპირებდა, ცნობილი დეკემბერში გახდა: „ამ პროგრამის ანალოგი არის ძალიან ბევრ დასავლურ ქვეყანაში. დაახლოებით 25 ათას სტუდენტს მივცემთ შესაძლებლობას, იმუშაონ ზაფხულის პერიოდში, მიიღონ 500-ლარიანი ანაზღაურება. იქნება სამუშაო ადგილების დაახლოებით 50 დასახელება. დასაქმება 15 ივლისიდან 15 აგვისტომდე მოხდება. დაახლოებით პირველ მარტს ჩვენ გავხსნით ბაზას და დაიწყება ელექტრონული რეგისტრაცია. სტუდენტი შეიყვანს თავის უნიკალურ ნომერს, ამის შემდეგ გაიხსნება ფანჯარა, სადაც იქნება დაახლოებით 50 სამუშაო ადგილის ჩამონათვალი“, - განაცხადა შაშკინმა, თუმცა არაფერი უთქვამს იმაზე, თუ როგორ მოხდება მათი შერჩევა. მინისტრს არც იმაზე გაუკეთებია განცხადება, თუ რატომ 25 ათასი სტუდენტი და უფრო მეტი არა, რადგან, როგორც ცნობილია, დღეს საქართველოში სტუდენტთა საერთო რაოდენობა 100 ათასს აჭარბებს. რაც შეეხება ბიუჯეტს, სამინისტროში ამბობენ, რომ პროგრამის თანხა გაწერილია, მაგრამ რამდენი - არ აკონკრეტებენ“, - აღნიშნავს გამოცემა.

„საერთოდ, სტუდენტთა დასაქმების პროგრამებს წლების განმავლობაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახორციელებდნენ. თბილისში ახალგაზრდებს ზაფხულში თბილისის მერია, ბათუმში კი ბათუმის მერია ასაქმებდა. მაგალითად, 2009 წლის თებერვალში უგულავამ სტუდენტები მუნიციპალურ ტრანსპორტში დაასაქმა, 600 სტუდენტს კი თვეში 200 ლარი გადაუხადა - მაშინ ეს პროგრამა თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებში თანხის გადახდის ახალი წესების ახსნას ითვალისწინებდა. მერიამ სტუდენტები 2007 წელსაც დაასაქმა, მაშინ პროგრამაში ჩართული იყო 5 ათასი სტუდენტი, რომელთაც ხეების დასარგავად ნიადაგი უნდა მოემზადებინათ. ამ პროგრამის განხორციელებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარი გამოიყო. ბათუმში სტუდენტთა დასაქმების პროგრამა დევიზით „ბათუმი ჩემი სახლია“ შარშან 28 მაისს დაიწყო. პირველ ეტაპზე ის ახალგაზრდები დასაქმდნენ, რომლებიც ბათუმის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობდნენ, მეორე ეტაპზე, პროგრამაში ადგილობრივი სტუდენტების ჩართვა მოხდა. სულ 2011 წელს აჭარაში დროებითი სამუშაო 608 ახალგაზრდამ მიიღო, თითოეული მათგანის ანაზღაურება კი 200 ლარით განისაზღვრა. სტუდენტების დასაქმებას ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე დადებითად აფასებს, თუმცა მიაჩნია, რომ ჩვენთან ასეთი პროგრამები მხოლოდ ერთჯერადია და უფრო სოციალურ პროგრამას ჰგავს“, - წერს „რეზონანსი“.

„ასეთი არაერთი პროგრამა გვინახავს, მაგრამ ეს არ არის დასაქმების პროგრამა, ეს უფრო სოციალური პროგრამაა, ასეთი პროექტები არის მოკლევადიანი. დასაქმების პროგრამის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ შექმნას სამუშაო ადგილი და უზრუნველყოს ამ სამუშაო ადგილის სტაბილურობა. საქართველოში არცერთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს მიერ იყო ინიცირებული, გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი არ იყო. წელს რაც ხდება საქართველოში და რაც მოხდება, ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება. იმიტომ, რომ ეს არის ტრადიცია, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბდა. არჩევნებისთვის ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობენ, რომ გარკვეული ფასადური, პიარული პროგრამების განხორციელება დაიწყონ, შექმნან გარკვეული დადებითი მოლოდინი და იმედი იმის, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის, მათ შორის ახალგაზრდების დასაქმების კუთხითაც, რადგან ახალგაზრდობა ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი ელექტორატია“, - აცხადებს „რეზონანსთან“ საუბარში ლევან კალანდაძე.

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast24°C3.2m/s
0mm
19:00-01:00
Rainfrom north-northeast21°C0.4m/s
2.6mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast23°C2.9m/s
0.2mm
სამშაბათი 22.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northeast20°C0.9m/s
0.2mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 25 26 27 28 29
30 31          

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy