04:46:25

Share |

112-ის მომსახურების საფასური იანვრის ბოლოდან დაგვერიცხება

112-ის მომსახურების საფასური იანვრის ბოლოდან დაგვერიცხებასაქართველოს მთავრობის დადგენილებით, აბონენტებს ყოველ კალენდარულ თვეში ფიქსირებულ, უკაბელო და მობილურ სააბონენტო ნომერზე დაერიცხებათ 112-ის მომსახურების საფასური, ფიზიკური პირებს - 20 თეთრი, ხოლო იურიდიულ პირებს, ორგანიზაციებს, დაწესებულებებს - 0.50 თეთრი.

112 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირია. 112-ზე დარეკვით შესაძლებელი იქნება გადაუდებელი დახმარების გამოძახება შემდეგი სახის სიტუაციების არსებობისას: სახანძრო სიტუაციები; სამაშველო სიტუაციები; გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების აუცილებლობა; სამართალდარღვევისას შესაბამისი სამსახურის გამოძახების აუცილებლობა; ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, შეზღუდვის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის შემთხვევაში რეაგირების საჭიროება; სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და წნევის ცვალებადობის შემთხვევაში რეაგირების საჭიროება.

მიუხედავად იმისა, რომ 112-ის მომსახურების საფასურის დარიცხვა 2012 წლის 1 იანვრიდან დაიწყო, სატელეკომუნიკაციო კომპანიებმა აბონენტებს ინფორმაცია გვიან მიაწოდეს: „ჯეოსელმა“ 17 იანვარს, „ბილაინმა“ 23 იანვარს, „მაგთიკომმა“ 25 იანვარს და „სილქნეტმა“ 26 იანვარს.

საქართველოს მთავრობას დადგენილება N489 2011 წლის 27 დეკემბერს აქვს მიღებული. ამ დადგენილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის  - „112“-ის მომსახურების საფასური, მისი განაკვეთისა და გადახდის წესია დამტკიცებული. პრემიერ - მინისტრის ნიკა გილაურის ბრძანებით, დადგენილება 2012 წლის 1-ელ იანვარს არის ამოქმედებული.

დადგენილების მიხედვით, ფიქსირებული გეოგრაფიული და არაგეოგრაფიული ზონის სააბონენტო ნომერზე საფასური გადაიხდება იმ შემთხვევაში, თუ სააბონენტო ნომერზე, რომელზეც ხდება სააბონენტო გადასახდელის დარიცხვა, კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ მაინც იყო ორმხრივად ჩართული; ასევე, სააბონენტო ნომერზე, რომელზეც არ ხდება სააბონენტო გადასახდელის დარიცხვა და კალენდარული თვის განმავლობაში მოხდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა; სატელეკომუნიკაციო მომსახურების პაკეტის შეძენისას ან სარგებლობისას, თუ ამ პაკეტით მიწოდებული სააბონენტო ნომრის მეშვეობით კალენდარული თვის განმავლობაში მოხდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა. საფასური გადაიხდება თითოეულ სააბონენტო ნომერზე, რომელზეც  კალენდარული თვის განმავლობაში ჯამში მოხდა 5 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა. საფასური არ გადაიხდება სააბონენტო ნომერზე, რომელიც გამოიყენება საკონტროლო სალარო აპარატებში. სააბონენტო ნომრების პორტირების შემთხვევაში საფასურის დარიცხვა ხდება ცალ ცალკე პორტირებამდე და პორტირების შემდგომ პერიოდის მიხედვით.

ამავე დადგენილებით, სატელეკომუნიკაციო კომპანიები ვალდებულები გახდნენ ყოველი მომდევნო თვის არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში 112-ის მიერ განსაზღვრული ფორმით და შინაარსით წარუდგინოს მას საფასურის დარიცხვასა და გადახდასთან დაკავშირებული ინფორმაცია სააბონენტო ნომრების მიხედვით, ასევე, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი მომდევნო თვის არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა იმ დროისთვის გადახდილი/ამოღებული საფასური სრულად ჩარიცხოს 112 ის მიერ წინასწარ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე. ამასთან, მთავრობის დადგენილებით, სატელეკომუნიკაციო კომპანიებს ასევე დაეკისრათ ვალდებულება წერილობითი მოთხოვნიდან არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა 112-ს წარუდგინონ საფასურის ამოღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია.

ამავე დადგენილებით, საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს. სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებული გახდა უზრუნველყოს მომსახურების მიმწოდებელთა წვდომა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან“ და მომსახურების მიმწოდებლებს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია ერთიან ბაზაში სოციალურად დაუცველი ოჯახების/პირების დამატების ან სტატუსის გაუქმების შესახებ.

ლელა ხეჩოშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast24°C3.2m/s
0mm
19:00-01:00
Rainfrom north-northeast21°C0.4m/s
2.6mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast23°C2.9m/s
0.2mm
სამშაბათი 22.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northeast20°C0.9m/s
0.2mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
31          

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy