კახეთში გზებზე მთელი ღამის განმავლობაში პრობლემები იყო (photo - video)
სამშაბათი, 31 იანვარი 2012 09:43
კახეთში ცენტრალურ საავტომობილო გზებზე მთელი ღამის განმავლობაში პრობლემები იყო. სატრანზიტო მარშრუტით მოძრავი 8 სატვირთო მანქანა საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდასთან იყო გაჩერებული. რეგიონში გზები მოყინულია და თოვლისგან ამ დრომდე გასაწმენდია.
რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მსუბუქ ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა თელავშია, სადაც გზის ზოგიერთ მონაკვეთზე ყინვის სიმაღლე 10 სანტიმეტრს აღწევს, მათ შორის ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზეც.
მოძრაობა შეზღუდულია ვაზიანი - გომბორი - თელავის საავტომობილო გზაზეც. „მსუბუქ ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ, მხოლოდ ორხიდიანი მანქანები მოძრაობენ. გზის გაწმენდითი სამუშაოები ჯერ არ ჩატარებულა. ამჟამად ისევ თოვს“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ გომბორის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ნოშრე ნეკრესელაშვილმა.
გაუწმენდავი გზის გამო ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი გურჯაანის სამი სოფელი, ზიარი, ფხოველი და ჭერემი.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||













