04:50:47

Share |

პროკურატურა სოფო ნიკოლაშვილს ბრალს დღეს წაუყენებს

პროკურატურა სოფო ნიკოლაშვილს ბრალს დღეს წაუყენებსკახეთის საოლქო პროკურატურა ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილს, რომელიც ვიცეგუბერნატორის ძმის შვილის 21 წლის გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული, ბრალს დღეს წაუყენებს.

შსს-ს მიერ გუშინ საღამოს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სოფო ნიკოლაშვილი ბრალდებულია საქართველოს სსკ-ის 19, 108 და 236 მუხლებით. (მკვლელობის მცდელობა, იარაღის უკანონო ტარება) და ის აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა სოფო ნიკოლაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ დილით გაავრცელა. ინციდენტი 31 იანვარს, საღამოს, ქალაქ გურჯაანში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მოხდა. სამართალდამცავების ცნობით, სოფო ნიკოლაშვილი შეეცადა გიორგი სიბაშვილისთვის მამამისის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა სიბაშვილმა მას იარაღი წაართვა, რის შემდეგაც სოფო ნიკოლაშვილი პოლიციაში თვითონ მიიყვანა და სამართალდამცავებს გადასცა. გიორგი სიბაშვილი შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელია. მამამისი გოჩა სიბაშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილეა, ბიძა გოგიტა სიბაშვილი კი კახეთის ვიცეგუბერნატორია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაზარალებულად ცნობილი გიორგი სიბაშვილი კომენტარს არ აკეთებს, თუმცა მან გამომძიებელს უკვე მისცა ჩვენება, სადაც აღნიშნავს, რომ სოფო ნიკოლაშვილი გასული წლის გაზაფხულზე გაიცნო, მეგობრობდნენ და არავითარი კონფლიქტი არ ჰქონიათ; სოფო ნიკოლაშვილი მას 31 იანვარს დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა, შეხვედრის დროს კი მისი მოკვლა სცადა.

კახეთის საოლქო პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, სოფო ნიკოლაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის თუ გირაოს შეფარდებას მოითხოვენ. პროკურატურას ბრალის წაყენების ვადა დღეს საღამოს ეწურება. როგორც სოფო ნიკოლაშვილის ადვოკატმა მაგული ღვალაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, სავარაუდოდ, დღესვე საღამოს გაიმართება სასამართლო პროცესი, სადაც დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლის სოფო ნიკოლაშვილს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამ დროისთვის დაკავებული თელავის იზოლატორშია მოთავსებული.

ცნობისათვის, სოფო ნიკოლაშვილი დავით ნიკოლაშვილის შვილია. დავით ნიკოლაშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, მანამდე ის „ქართული პარტიის“ გურჯაანის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო.

ნატალია სარქისაშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ამავე თემაზე:

დაკავებული ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურესდა

სოფიკო ნიკოლაშვილის მამა უფლებადაცვით ორგანიზაციებს მიმართავს

დავით ნიკოლაშვილი - ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ იყო მოწყობილი (video)

 

© 2012 კახეთის საინფორმაციო ცენტრი. ყველა უფლება დაცულია
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია.
თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას მიუთითეთ წყაროს შესახებ.

© 2012 კახეთის საინფორმაციო ცენტრი. ყველა უფლება დაცულია ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია.თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას მიუთითეთ წყაროს შესახებ.

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast24°C3.2m/s
0mm
19:00-01:00
Rainfrom north-northeast21°C0.4m/s
2.6mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast23°C2.9m/s
0.2mm
სამშაბათი 22.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northeast20°C0.9m/s
0.2mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29        

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy