04:52:02

Share |

პროკურატურამ სოფიკო ნიკოლაშვილს ბრალი 2 მუხლით წაუყენა

პროკურატურამ სოფიკო ნიკოლაშვილს ბრალი 2 მუხლით წაუყენაკახეთის საოლქო პროკურატურამ ჟურნალისტ სოფიკო ნიკოლაშვილს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით წაუყენა. სოფიკო ნიკოლაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს გურჯაანის რაიონული სასამართლო დღეს გადაწყვეტს.

სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108 და 236 მუხლები სასჯელის სახით 7-დან 18 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა სოფო ნიკოლაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ დილით გაავრცელა. ინციდენტი 31 იანვარს, საღამოს, ქალაქ გურჯაანში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მოხდა. სამართალდამცავების ცნობით, სოფო ნიკოლაშვილი შეეცადა გიორგი სიბაშვილისთვის მამამისის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა სიბაშვილმა მას იარაღი წაართვა, რის შემდეგაც სოფო ნიკოლაშვილი პოლიციაში თვითონ მიიყვანა და სამართალდამცავებს გადასცა.

გიორგი სიბაშვილი შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელია. მამამისი გოჩა სიბაშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილეა, ბიძა გიორგი სიბაშვილი კი კახეთის ვიცეგუბერნატორია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაზარალებულად ცნობილი გიორგი სიბაშვილი კომენტარს არ აკეთებს, თუმცა მან გამომძიებელს უკვე მისცა ჩვენება, სადაც აღნიშნავს, რომ სოფო ნიკოლაშვილი გასული წლის გაზაფხულზე გაიცნო, მეგობრობდნენ და არავითარი კონფლიქტი არ ჰქონიათ; სოფო ნიკოლაშვილი მას 31 იანვარს დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა, შეხვედრის დროს კი მისი მოკვლა სცადა.

სოფიკო ნიკოლაშვილის მამის დავით ნიკოლაშვილის თქმით, გიორგი სიბაშვილის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს, რადგან მან დანაშაული ჩაიდინა. „მან ჩემს შვილს შეურაცხყოფა მიაყენა. მიუხედავად ამისა, სოფოს მისი მოკვლა არ უნდოდა, კიდევ რომ ცდილობდა შეურაცხყოფის მიყენებას, გაისროლა“, - აღნიშნა დავით ნიკოლაშვილმა.

 

ამავე თემაზე:

სიფიკო ნიკოლაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება ხვალისთვის გადაიდო

 

© 2012 კახეთის საინფორმაციო ცენტრი. ყველა უფლება დაცულია ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას მიუთითეთ წყაროს შესახებ.

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast24°C3.2m/s
0mm
19:00-01:00
Rainfrom north-northeast21°C0.4m/s
2.6mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast23°C2.9m/s
0.2mm
სამშაბათი 22.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northeast20°C0.9m/s
0.2mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29        

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy