სამშაბათი, 12 აპრილი 2011 13:02
13 წლის ფიქრია ძამიაშვილი ჟვანიას სახელობის ბავშვთა პედიატრიული კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მესამე დღეა ბავშვი უგონოდ არის და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. გოგონას დედა ნინო ძამიაშვილი ამბობს, რომ ოჯახს ძალიან უჭირს და ბავშვისთვის წამლის ყიდვა ვერ შეძლო, რის გამოც ფიქრიას კრუნჩხვები დაემართა. სიღატაკის მიუხედავად ძამიაშვილები სოციალურ დახმარებას ვერ იღებენ და არც სამედიცინო დაზღვევის პოლისი აქვთ. ნინო ძამიაშვილის თქმით, საავადმყოფოს ადმინისტრაცია მას თანხის გადახდას სთხოვს, რომელიც არ აქვს და იძულებულია გოგონა აპარატიდან გამორთოს.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||













