| ვაკანსია ფოტორეპორტიორის პოზიციაზე |
| პარასკევი, 04 ივნისი 2010 19:17 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კახეთის საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურსს ფოტორეპორტიორის პოზიციის დასაკავებლად. სამუშაო ადგილი - გურჯაანი. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები 13 ივლისს დაიწყება |
| პარასკევი, 04 ივნისი 2010 18:47 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები 13 ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება. ტესტების მომზადებასა და გამოცდების ჩატარებას გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| სოფელ ჰერეთისკარში ნაწლავური ინფექციების გავრცელების საშიშროებაა |
| პარასკევი, 04 ივნისი 2010 18:38 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში ნაწლავური ინფექციების მასობრივად გავრცელების საშიშროებაა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა განუცხადეს, სასმელი წყლის სათავე ნაგებობა მოშლილია და წყალს მკვდარი გველები, ბაყაყები და წურბელები მოსდევს. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ბოდბის მონასტერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს უმასპინძლებს |
| პარასკევი, 04 ივნისი 2010 17:52 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
5 ივნისს, ბოდბის დედათა მონასტერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს უმასპინძლებს. აფხაზეთის განათლებისა კულტურის სამინისტროს პროექტის „ჩვენ ერთად ვართ“ ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ბოდბის სამონასტრო კომპლექს დაათვალიერებენ. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მთავარმა პროკურატურამ სტაჟიორთა მისაღებად კონკურსი გამოაცხადა |
| პარასკევი, 04 ივნისი 2010 16:51 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პროკურატურის ორგანოებში სტაჟიორთა მისაღებად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირებს, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. საქართველოს პროკურატურაში სტაჟირება ანაზღაურებადია და ყოველთვიური სარგო 480 ლარს შეადგენს. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 9 წლის თენგოს დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გაიმართება |
| პარასკევი, 04 ივნისი 2010 16:17 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
10 ივნისს, სათემო კავშირი „ნუკრიანი“, სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანის საჯარო სკოლაში, 9 წლის თენგოს დასახმარებლად, რომელიც ლეიკემიით არის დაავადებული, საქველმოქმედო აქციას აწყობს. აქციის ფარგლებში ხელოვნების ნიმუშების გამოფენა - გაყიდვა გაიმართება, შემოსული თანხა კი თენგოს ოჯახს გადაეცემა. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 5 ივნისს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება |
| პარასკევი, 04 ივნისი 2010 15:33 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
5 ივნისს, მსოფლიო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ორგანიზებით, გარემოს დაცვითი აქცია „მრავალი სახეობა, ერთი პლანეტა, ერთი მომავალი“ გაიმართება. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ყვარელში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია |
| პარასკევი, 04 ივნისი 2010 12:07 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ყვარელში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული ბავშვები, ორწლინახევრის ტყუპი გოგოები და სამი წლის ბიჭი გუშინ, გვიან ღამით, თბილისში იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| გურჯაანში ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სრულდება |
| პარასკევი, 04 ივნისი 2010 11:19 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის 2 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ბუნების დაცვის საზოგადოება ქართველი და ოსი ბავშვებისთვის ღონისძიებას გამართავს |
| პარასკევი, 04 ივნისი 2010 11:05 | |||
|
4 ივნისს, 14:00 საათზე თელავის კულტურის სახლში, საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოება პროექტის „ქართველი და ოსი ბავშვების საერთო გარემოსდაცვითი ღირებულებების ამაღლება“ დასკვნით ღონისძიებას გამართავს. |
|||
| ახალი საგადასახადო კოდექსი 2011 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება |
| პარასკევი, 04 ივნისი 2010 11:04 | |
|
ახალი საგადასახადო კოდექსი 2011 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. მუხლების ნაწილი კი პირველი სექტემბრიდან შევა ძალაში. ორ კვირაში პროექტი განსახილველად პარლამენტს გაეგზავნება. კოდექსი თითქმის 100 პროცენტით იცვლება. |
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ავტორიზაცია
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია.
თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას მიუთითეთ წყაროს შესახებ.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს დონორების პოზიციას.
შესაბამისად, ფონდები არ არიან პასუხისმგებლები მასალის შინაარსზე.













