| დევნილთა საცხოვრებელი პრობლემების მოსაგვარებლად მთავრობა 24 მლნ ლარის დახარჯვას აპირებს |
| სამშაბათი, 08 ივნისი 2010 18:11 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
დევნილთა საცხოვრებელი პრობლემების საბოლოოდ მოგვარებისათვის საქართველოს მთავრობა 24 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში განუცხადეს, თანხა ძირითადად კომპაქტურად ჩასახლების ადგილებზე დაიხარჯება. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| თუშეთთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა გაიხსნა |
| სამშაბათი, 08 ივნისი 2010 17:46 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
თუშეთთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა გაიხსნა, თუმცა მოძრაობა უსაფრთხო არ არის. 20 ივნისიდან გზაზე მოძრაობა სრული დატვირთვით იქნება შესაძლებელი - ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს რეგიონის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა განუცხადა. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| იყალთოში რძის გადამამუშავებელი მცირე საწარმო გაიხსნა |
| სამშაბათი, 08 ივნისი 2010 15:38 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში რძის გადამამუშავებელი მცირე საწარმო გაიხსნა. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| თელავის სამხატვრო გალერეაში 12 წლის მოზარდის ფოტოგამოფენა გაიხსნა |
| სამშაბათი, 08 ივნისი 2010 15:20 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
თელავში, ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეაში 12 წლის ეთერ ჯავახიშვილის ფოტოგამოფენა გაიხსნა. გალერეაში 20-მდე ფოტოა გამოფენილი. მოზარდს ფოტოები მობილური ტელეფონით აქვს გადაღებული. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ყარაჯალაში 12-13 წლის ასაკში დაოჯახებას ეწინააღმდეგებიან |
| სამშაბათი, 08 ივნისი 2010 14:57 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მოსახლეობის ნაწილი 12-13 წლის ასაკში დაოჯახებას ეწინააღმდეგება. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ამ მიზეზით, ყარაჯალას საჯარო სკოლაში ახალი წესი შემოიღეს, რომელიც ბავშვის მშობლების დაჯარიმებას ითვალისწინებს. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ნაფარეულში ვარდის ზეთის მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა |
| სამშაბათი, 08 ივნისი 2010 13:13 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ათასწლეულის განვითარების პროექტის დაფინანსებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში ვარდის ზეთის მწარმოებელი ქარხანა შპს „კოპალა“ გაიხსნა. საწარმოში ხდება ვარდის ზეთის წარმოება და დაფასოება. საწარმოს მენეჯმენტის ინფორმაციით, პროდუქცია სარეალიზაციოდ გერმანიაში იგზავნება. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| პროექტ „პატრიოტის“ ფარგლებში კახეთიდან ახალგაზრდები ანაკლიაში დაისვენებენ |
| სამშაბათი, 08 ივნისი 2010 12:58 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
საპრეზიდენტო პროექტ „პატრიოტის“ ფარგლებში კახეთიდან ახალგაზრდები ანაკლიაში დაისვენებენ. ახალგაზრდების ერთი ჯგუფი 28 მოზარდის შემადგენლობით, ანაკლიაში უკვე გაემგზავრა. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 215 მილიონი ლარით იზრდება |
| სამშაბათი, 08 ივნისი 2010 11:47 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 215 მილიონი ლარით იზრდება. ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტს პარლამენტში 18 ივნისის სხდომაზე დაამტკიცებენ. მანამდე კი კანონპროექტს კომიტეტების დონეზე განიხილავენ. შენიშვნები მთავრობას გადაეგზავნება, ხოლო მთავრობა პარლამენტს სესიაზე გადამუშავებულ ვარიანტს წარუდგენს. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| სოფელ ჭერემში ეკლესიის რეაბილიტაცია დაიწყო |
| სამშაბათი, 08 ივნისი 2010 11:11 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ბიძინა ივანიშვილის ფონდის დაფინანსებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში, სოფლის ცენტრში მდებარე წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| თანხის გადახდის შემთხვევაში, ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნება შესაძლებელი ხდება |
| სამშაბათი, 08 ივნისი 2010 10:50 | |||
|
თანხის გადახდის შემთხვევაში, ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნება შესაძლებელი ხდება. ცვლილების შეტანა ადმინისტრაციულ სამართლადარვევათა კოდექსში იგეგმება. |
|||
| სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზის გასწვრივ პირუტყვის ძოვებისთვის ჯარიმა ათმაგდება |
| სამშაბათი, 08 ივნისი 2010 10:49 | |
|
სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზის გასწვრივ პირუტყვის ძოვებისთვის ჯარიმა ათმაგდება. ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის. |
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ავტორიზაცია
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია.
თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას მიუთითეთ წყაროს შესახებ.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს დონორების პოზიციას.
შესაბამისად, ფონდები არ არიან პასუხისმგებლები მასალის შინაარსზე.













