02:03:32

ოთხშაბათი, 09 ივნისი 2010
გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება ბალღოჯიანის სკოლის 4 მასწავლებელსაც შეუწყდა
ოთხშაბათი, 09 ივნისი 2010 15:33

სკოლის დირექტორის მიერ მოსწავლის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებასთან დაკავშირებით, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის 4 მასწავლებელსაც შეუწყდა, რომლებიც დირექტორს სს დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებენ.

ვრცლად

განათლების მინისტრმა პედაგოგებს ახალი სასწავლო წლიდან დაგეგმილი სიახლეები გააცნო
ოთხშაბათი, 09 ივნისი 2010 15:11

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დედაქალაქისა და რეგიონების 200-მდე პედაგოგს შეხვდა და სამინისტროს მიერ ახალი სასწავლო წლიდან დაგეგმილი სიახლეების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

ვრცლად

თელავის უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორების მიერ ცრუ დასმენის ფაქტზე სს საქმე აღიძრა
ოთხშაბათი, 09 ივნისი 2010 13:47

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორების ზიზი ლორიას, თინათინ ბიჭოლაშვილის და ლუდმილა ბანოვსკაიას მიერ, უნივერსიტეტის რექტორის გიორგი გოცირიძის ცრუ დასმენის ფაქტზე, კახეთის საოლქო პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 373-ე მუხლის I ნაწილით აღიძრა.

ვრცლად

მოსწავლის გაუპატიურების მცდელობაში დადანაშაულებულ სკოლის დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა
ოთხშაბათი, 09 ივნისი 2010 13:13

ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის დირექტორს ზურაბ თაბაგარს, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით მოსწავლის გაუპატიურების მცდელობაში დაადანაშაულეს, უფლებამოსილება შეუჩერდა.

ვრცლად

10 ივნისიდან აბიტურიენტთა საგამოცდო ბარათების გაცემა დაიწყება
ოთხშაბათი, 09 ივნისი 2010 13:01

10 ივნისიდან აბიტურიენტთა საგამოცდო ბარათების გაცემა დაიწყება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბარათები დარიგდება რეგისტრაციის ადგილებზე (სკოლებსა და სარეგისტრაციო პუნქტებში). ბარათების გაცემა 25 ივნისს დასრულდება.

ვრცლად

ბალღოჯიანში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ოთხშაბათი, 09 ივნისი 2010 11:26

ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანში, საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სოფლის მოსახლეობის ნაწილი და სკოლის პედაგოგები ტელეკომპანია „იმედის“ დილის საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტს აპროტესტებენ, სადაც სკოლის დირექტორი ზურაბ თაბაგარი მოსწავლის გაუპატიურების მცდელობაში იქნა დადანაშაულებული.

ვრცლად

კახეთში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება დაიწყო
ოთხშაბათი, 09 ივნისი 2010 11:08

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა დედოფლისწყაროსა და გურჯაანში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება დაიწყო. დედოფლისწყაროში სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელიც ჩავიდა და კალიის ქიმიური შეწამვლის პროცესს დაესწრო.

ვრცლად

სეტყვამ გურჯაანის სოფლებში მოსავალი დააზიანა
ოთხშაბათი, 09 ივნისი 2010 10:51

წუხელ, ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩუმლაყსა და ჭანდარში მოსავალი დააზიანა. ჩუმლაყში ატმის ბაღების და საგაზაფხულო ნათესების 50%-ია განადგურებული, ხოლო ჭანდარში 40%.

ვრცლად

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, ბალღოჯიანის სკოლის დირექტორს მოსწავლის გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ
ოთხშაბათი, 09 ივნისი 2010 10:22

ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანის სკოლის დირექტორს მოსწავლის გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ. ბალღოჯიანის სკოლის მასწავლებელმა ელდინო გაბახაძემ სკოლის დირექტორის ზურაბ თაბაგარის წინააღმდეგ საჩივარი კახეთის სამხარეო პოლიციაში შეიტანა, - იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ვრცლად

ვიდეო

არამიზნობრივი ხარჯვა

ფოტო რეპორტაჟი

News image

ბაკურ კვეზერელი: „არცერთი კილოგრამი ყურძენი დასაბინავებელი არ დარჩება“

აუდიო

გარემოს დაცვის სამინისტროში მომხდარი ინციდენტის აუდიოჩანაწერი

გამოკითხვა

რატომ იღებენ სახელმწიფო მოხელეები ქრთამს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 09.09.10
13:00-19:00
Partly cloudyfrom east25°C1.2m/s
0.3mm
19:00-01:00
Fairfrom north-northeast21°C0.5m/s
0.0mm
პარასკევი 10.09.10 13:00-19:00
Rainfrom east-southeast22°C2.7m/s
1.2mm
შაბათი 11.09.10 10:00-16:00
Rainfrom southeast16°C3.7m/s
2.5mm
კვირა 12.09.10 10:00-16:00
Rainfrom southeast15°C2.0m/s
0.6mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივნისი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

საიტის მხარდამჭერები

osgf
evraziis_fondi
usembassy