00:54:11

ხუთშაბათი, 10 ივნისი 2010
11 ივნისს წინანდალში ფესტივალი „არტ - გენი 2010“ გაიხსნება
ხუთშაბათი, 10 ივნისი 2010 21:11

11 ივნისს, 12:00 საათზე, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ჭავჭავაძეების ბაღში ფესტივალი „არტ-გენი 2010“ გაიხსნება. ფესტივალზე აღმოსავლეთ საქართველოდან ფოლკლორის, რეწვისა და ზეპირისიტყვიერების საუკეთესო ოსტატები მოიყრიან თავს.

ვრცლად

11 ივნისს სიღნაღის თვითმმართველობის საიტის პრეზენტაცია გაიმართება
ხუთშაბათი, 10 ივნისი 2010 18:29

11 ივნისიდან სიღნაღის  მუნიციპალიტეტის  გამგეობა და  საკრებულო საკუთარ  ინფორმაციებს  ვებგვერდზე  განათავსებენ. პორტალი www.signagi.com.ge კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის და სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით შეიქმნა.

ვრცლად

გაზრდილი ბიუჯეტიდან თანხის ნაწილი სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო სამუშაოებს მოხმარდება
ხუთშაბათი, 10 ივნისი 2010 18:06

გაზრდილი ბიუჯეტიდან თანხის ნაწილი სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო სამუშაოებს მოხმარდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა.

ვრცლად

თელავის გამგეობამ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა
ხუთშაბათი, 10 ივნისი 2010 18:06

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შენობაში ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, იმ დროს, როდესაც შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, გამგებელი ვასილ დავითაშვილი შვებულებაში იყო გასული და მის მოვალეობას პირველი მოადგილე გიორგი ხატიაშვილი ასრულებდა.

ვრცლად

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ხელფასების დაგვიანებას უარყოფს
ხუთშაბათი, 10 ივნისი 2010 17:08

ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი სახელმწიფო დაწესებულებებში ხელფასების დაგვიანების ფაქტს უარყოფს. პეტრიაშვილის განცხადებით, ხაზინაში საკმარისი ფულია და რომელიმე საბიუჯეტო ორგანიზაციაში ხელფასების დაგვიანებით გაცემის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ვრცლად

კახეთის რეგიონში კალიების წინააღმდეგ წამლობა მიმდინარეობს
ხუთშაბათი, 10 ივნისი 2010 16:28

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური კახეთის რეგიონში იტალიური კალიის წინააღმდეგ ქიმიურ წამლობას ახორციელებს. შეწამვლა როგორც სამანქანო დანადგარებით, ასევე ავიაციის გამოყენებით ხდება.

ვრცლად

გურჯაანის საავადმყოფოს ექიმებს აპრილის თვის ხელფასები არ მიუღიათ
ხუთშაბათი, 10 ივნისი 2010 16:10

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის რაიონული საავადმყოფოს ექიმებმა აცნობეს, საავადმყოფოს ხელმძღვანელობის არაერთი დაპირების მიუხედავად, აპრილის თვის ხელფასები ამ დრომდე არ მიუღიათ.

ვრცლად

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ჩასატარებლად ემზადებიან
ხუთშაბათი, 10 ივნისი 2010 16:05

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი გოცირიძემ ფაკულტეტის დეკანებთან, მათ მოადგილეებთან და ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. გოცირიძის თქმით, შეხვედრის მიზანი გამოცდების გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩასატარებლად საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა იყო.

ვრცლად

სოფელ რუისპირში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა
ხუთშაბათი, 10 ივნისი 2010 15:00

თელავის რაიონის სოფელ რუისპირში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტაციაზე სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 16 500 ლარი დაიხარჯა.

ვრცლად

ლოპოტაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება
ხუთშაბათი, 10 ივნისი 2010 14:04

მიმდინარე სეზონზე ლოპოტას დასასვენებელ კომპლექსში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება. კომპლექსის მენეჯმენტის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით წელს დამსვენებელთა რაოდენობა 20% - ით არის გაზრდილი და თუკი შარშან ძირითადი დატვირთვა შაბათ - კვირას მოდიოდა, ახლა მომხმარებელი შუა კვირაშიც აქტიურობს.

ვრცლად

„ექსპერტთა კლუბის“ წევრები თელავში შეხვედრას გამართავენ
ხუთშაბათი, 10 ივნისი 2010 13:51

საქართველოში ომის შემდეგ არსებულ პრობლემეთან დაკავშირებით „ექსპერტთა კლუბის“ წევრები ირაკლი სესიაშვილი, სოსო ცისკარიშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები, 11 ივნისს, თელავში, კულტურის სახლში საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ.

ვრცლად

პედაგოგთა პროფკავშირი განათლების სამინისტროს სკოლის დირექტორებზე ზეწოლაში ადანაშაულებს
ხუთშაბათი, 10 ივნისი 2010 11:09

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ხელისუფლებას პროფკავშირის წინააღმდეგ სკოლის დირექტორებზე ზემოქმედებაში ადანაშაულებს.

ვრცლად

9 წლის თენგოს დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გაიმართება
ხუთშაბათი, 10 ივნისი 2010 11:00

დღეს, სათემო კავშირი „ნუკრიანი“, სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანის საჯარო სკოლაში, 9 წლის თენგოს დასახმარებლად, რომელიც ლეიკემიით არის დაავადებული, საქველმოქმედო აქციას აწყობს. აქციის ფარგლებში ხელოვნების ნიმუშების გამოფენა - გაყიდვა გაიმართება, შემოსული თანხა კი თენგოს ოჯახს გადაეცემა.

ვრცლად

ჩეჩნეთიდან ლტოლვილები გაეროს ახმეტის ოფისთან უვადო შიმშილობის დაწყებას აპირებენ
ხუთშაბათი, 10 ივნისი 2010 10:39

ეთნიკური ქისტები, რომლებმაც ჩეჩნეთიდან ლტოლვილის სტატუსზე უარი თქვეს და საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს, პროტესტის ნიშნად, უახლოეს დღეებში, გლუკ-ის ახმეტის ოფისთან უვადო შიმშილობის დაწყებას აპირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს.

ვრცლად

აბიტურიენტთა საგამოცდო ბარათების გაცემა დაიწყო
ხუთშაბათი, 10 ივნისი 2010 10:15

10 ივნისიდან აბიტურიენტთა საგამოცდო ბარათების გაცემა დაიწყო. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბარათები რიგდება რეგისტრაციის ადგილებზე (სკოლებსა და სარეგისტრაციო პუნქტებში). ბარათების გაცემა 25 ივნისს დასრულდება.

ვრცლად

ვიდეო

გაბრელაშვილების ოჯახი დახმარების მოლოდინში

ფოტო რეპორტაჟი

News image

ხევისჭალა - 20 წელი ელექტროენერგიის გარეშე

აუდიო

გარემოს დაცვის სამინისტროში მომხდარი ინციდენტის აუდიოჩანაწერი

გამოკითხვა

რატომ იღებენ სახელმწიფო მოხელეები ქრთამს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 06.09.10
13:00-19:00
Fairfrom northeast30°C0.5m/s
0.0mm
19:00-01:00
Fairfrom east-northeast26°C1.8m/s
0.0mm
სამშაბათი 07.09.10 13:00-19:00
Fairfrom east-southeast28°C1.7m/s
0.0mm
ოთხშაბათი 08.09.10 10:00-16:00
Fair25°C0.6m/s
0.0mm
ხუთშაბათი 09.09.10 10:00-16:00
Fair22°C0.9m/s
0.0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივნისი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

საიტის მხარდამჭერები

osgf
evraziis_fondi
usembassy