00:32:36

პარასკევი, 11 ივნისი 2010
აბონენტებს, რომლებმაც სამჯერ ან მეტჯერ ელენერგიის გადასახადი ვადაგადაცილებით გადაიხადეს, სადეპოზიტო თანხის გადახდა მოეთხოვებათ
პარასკევი, 11 ივნისი 2010 18:45

ს/ს კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ აბონენტებს, რომლებმაც 12 თვის განმავლობაში ელექტროენერგიის გადასახადი სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადეს, სადეპოზიტო თანხის გადახდა მოეთხოვებათ.

ვრცლად

საგარეჯოში სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის წარმომადგენლობა დაფუძნდა
პარასკევი, 11 ივნისი 2010 18:44

საგარეჯოში სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის რაიონული წარმომადგენლობა დაფუძნდა. როგორც მოძრაობის წევრმა ლექსო არაბულმა განაცხადა, საგარეჯოში მოძრაობის დაფუძნებით მათ უნდათ საკუთარი წვლილი შეიტანონ ყველაზე ღირებულის ეროვნებისა და სახელმწიფოებრიობის დაცვის საქმეში.

ვრცლად

უზენაესმა სასამართლომ ნიკა ლალიაშვილის განცხადებებზე განმარტება გააკეთა
პარასკევი, 11 ივნისი 2010 16:53

საქართველოს უზენაესი სასამართლო ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ნიკა ლალიაშვილის 2010 წლის 11 ივნისის ბრიფინგს, ადმინისტრაციული საქმეების განხილვის ვადებთან დაკავშირებით. სასამართლო ლალიაშვილის განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

ვრცლად

2009 წლის ბიუჯეტში ძირითადი და დამატებითი სასჯელების სახით გადახდილი ჯარიმების ოდენობამ 30 მილიონი შეადგინა
პარასკევი, 11 ივნისი 2010 16:50

2009 წლის ბიუჯეტში ძირითადი და დამატებითი სასჯელების სახით გადახდილი ჯარიმების ოდენობამ 30 მილიონი შეადგინა. ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილმა განაცხადა.

ვრცლად

თელავში ლიტვური პოეზიის საღამო გაიმართა
პარასკევი, 11 ივნისი 2010 16:43

თელავში ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში ლიტვური პოეზიის საღამო გაიმართა. ექვსმა ლიტველმა პოეტმა საკუთარი ლექსები მშობლიურ ენაზე წაიკითხა, ქართულად კი პოეტებმა დათო რობაქიძემ, ამირან სვიმონიშვილმა და გაგა ნახუცრიშვილმა თარგმნეს.

ვრცლად

თელავის უნივერსიტეტს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან თურქი სტუდენტები ეწვივნენ
პარასკევი, 11 ივნისი 2010 11:59

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ერთდღიანი ვიზიტით თურქი სტუდენტები ეწვივნენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა მარინა ჯავახიშვილმა განუცხადა, ვიზიტის მიზანი სტუდენტთა მეგობრობის განმტკიცებაა.

ვრცლად

წყალდიდობის შედეგად საგარეჯოს რაიონში საავტომობილო გზები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა
პარასკევი, 11 ივნისი 2010 11:57

კოკისპირული წვიმის შედეგად საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდინარეები თვალთხევი და წიფლისხევი ადიდდა, კალაპოტიდან წყალი გადმოვიდა და საავტომობილო გზებთან ერთად, საცხოვრებელი სახლებიც დატბორა.

ვრცლად

ლაშა პაპაშვილი თელავსა და ყვარელში სასტუმროების მშენებლობას გეგმავს
პარასკევი, 11 ივნისი 2010 11:53

ცნობილი ბანკირი ლაშა პაპაშვილი უახლოეს ხანში სიღნაღში ახალ სასტუმროს გახსნის. ამასთან, პაპაშვილი სასტუმროების და რესტორნების ბიზნესში აქტიურად შედის. ბიზნესმენი უახლოეს მომავალში სასტუმროების მშენებლობას გეგმავს თელავსა და ყვარელში, - იუწყება „ბიზნესკურიერი“.

ვრცლად

ცალფეხა კაცი ინვალიდობის ჯგუფის მისანიჭებლად მეორე ფეხის მოჭრას აპირებს
პარასკევი, 11 ივნისი 2010 11:36

ქალაქ დედოფლისწყაროში ნიკორციხის ქუჩაზე მცხოვრები 67 წლის ვალტერ ხარაშვილი, რომელსაც ექიმებმა მარჯვენა ფეხი ორი წლის წინ მოკვეთეს, ინვალიდობის ჯგუფის აღებას ვერ ახერხებს. მისი თქმით, რაიონულ პოლიკლინიკაში განუცხადეს, რომ ინვალიდობის ჯგუფის მისანიჭებლად მას მეორე ფეხიც არ უნდა ჰქონდეს.

ვრცლად

რადიო „ჰერეთი“ ლიცენზიის მოდიფიცირებას კიდევ ერთხელ ითხოვს
პარასკევი, 11 ივნისი 2010 11:01

სამაუწყებლო კომპანია რადიო „ჰერეთმა“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ლიცენზიის მოდიფიცირების თხოვნით ისევ მიმართა. როგორც რადიო „ჰერეთის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, ისინი მეორე წელია თბილისში მაუწყებლობას ითხოვენ, თუმცა კომუნიკაციების კომისია დღემდე აღნიშნული საკითხით არ ინტერესდება.

ვრცლად

მიგრაციის სტატისტიკური მონაცემების დამუშავების სისტემა შეიქმნება
პარასკევი, 11 ივნისი 2010 10:56

საქართველოში პირველად შიდა და გარე მიგრაციის სტატისტიკური მონაცემების დამუშავების, ანალიზისა და პროგნოზირების ელექტრონული სისტემა შეიქმნება.

ვრცლად

ვიდეო

გაბრელაშვილების ოჯახი დახმარების მოლოდინში

ფოტო რეპორტაჟი

News image

ხევისჭალა - 20 წელი ელექტროენერგიის გარეშე

აუდიო

გარემოს დაცვის სამინისტროში მომხდარი ინციდენტის აუდიოჩანაწერი

გამოკითხვა

რატომ იღებენ სახელმწიფო მოხელეები ქრთამს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 06.09.10
13:00-19:00
Fairfrom northeast30°C0.5m/s
0.0mm
19:00-01:00
Fairfrom east-northeast26°C1.8m/s
0.0mm
სამშაბათი 07.09.10 13:00-19:00
Fairfrom east-southeast28°C1.7m/s
0.0mm
ოთხშაბათი 08.09.10 10:00-16:00
Fair25°C0.6m/s
0.0mm
ხუთშაბათი 09.09.10 10:00-16:00
Fair22°C0.9m/s
0.0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივნისი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

საიტის მხარდამჭერები

osgf
evraziis_fondi
usembassy