| სიღნაღში ამერიკელი მხატვრის გამოფენა გაიხსნა |
| ორშაბათი, 14 ივნისი 2010 20:11 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
სიღნაღში, „ძველი უბნის სახელოსნოში“,ამერიკელი მხატვრის ჯონ უერდმანის ნახატების გამოფენა გაიხსნა. წარმოდგენილ ტილოებზე ავტორი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა. ნახატები ვაზის, ვენახისა და ღვინის თემაზეა შესრულებული, რის გამოც მხატვარმა გამოფენას „ვაზის ხელოვნება“ უწოდა. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 17 ივნისს კახეთში ფრანგული სიმღერების ფესტივალი გაიხსნება |
| ორშაბათი, 14 ივნისი 2010 19:54 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
17 ივნისს, 19:00 საათზე, ახმეტაში ფრანგული სიმღერების ფესტივალი გაიხსნება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთის იონის დეპარტამენტის მუსიკალური ჯგუფი. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მაშველებმა ლაკბის წყალსაცავში გელა და გიორგი ქიტოშვილების ცხედრები იპოვეს |
| ორშაბათი, 14 ივნისი 2010 19:46 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
შს სამინისტროს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში, ლაკბის წყალსაცავში, 20 წლის გელა და გიორგი ქიტოშვილების ცხედრები იპოვეს. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| სოფელ ქვემო ქედში 70 წლის მამაკაცი გიურზამ დაკბინა |
| ორშაბათი, 14 ივნისი 2010 19:32 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედში მცხოვრები 70 წლის ღვთისო ლოსეურაშვილი გიურზამ დაკბინა. ამ დროისთვის პაციენტი რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მაშველები ლაკბის წყალსაცავში ტყუპ ძმებს ეძებენ |
| ორშაბათი, 14 ივნისი 2010 19:02 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
შს სამინისტროს სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში, ლაკბის წყალსაცავში ტყუპ ძმებს, 20 წლის გელა და გიორგი ქიტოშვილებს ეძებენ. როგორც თვითმხილველებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ისინი წყალში საბანაოდ დაახლოებით 2 საათის წინ ჩავიდნენ და დაიკარგნენ. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ფესტივალის „კახეთი - 2010“ ჩასატარებლად მზადება დაიწყო |
| ორშაბათი, 14 ივნისი 2010 14:43 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კახეთში იოსებ ნონეშვილის სახელობის ტრადიციული ფესტივალისთვის მზადება დაიწყო. 15 ივნისს, გურჯაანში, კულტურის ცენტრში ფესტივალის შესარჩევი ტური გაიმართება. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მასწავლებელი სკოლის დირექტორს კორუფციაში ადანაშაულებს |
| ორშაბათი, 14 ივნისი 2010 14:27 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ახმეტის რაიონის სოფელ ომალოს საჯარო სკოლის მასწავლებელი ელენე ანდალაშვილი სკოლის დირექტორს იზა ბორჩაშვილს კორუფციაში და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. როგორც ანდალაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობა, დირექტორს მოსწავლეებად ისეთი ბავშვები ჰყავს გაფორმებული, რომლებიც საზღვარგარეთ ან სოფლის გარეთ იმყოფებიან და ბიუჯეტიდან თანხა იხარჯება. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| კახეთში უკანონოდ მოჭრილი 1611 ძირი ხე - ტყე გამოავლინეს |
| ორშაბათი, 14 ივნისი 2010 13:52 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
სატყეო დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურმა თელავის სატყეო უბნის მე-9 სარეინჯეროს შემოწმების შედეგად 2009-2010 წლის თბობის სეზონზე უკანონოდ მოჭრილი 1611 ძირი ხე-ტყე გამოავლინა, საერთო მოცულობით - 1793.43 მ3. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ეკონომიკური განვითარების სამინისტრო წნორის ღვინის ქარხანას აუქციონზე ყიდის |
| ორშაბათი, 14 ივნისი 2010 13:14 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
დღეს, ეკონომუკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 23 ობიექტი აუქციონზე გასაყიდად გამოვა. გასაყიდ ობიექტებს შორის არის შპს „წნორის ღვინის ქარხნის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| გურჯაანის 6 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება |
| ორშაბათი, 14 ივნისი 2010 13:12 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებს ჭანდარს, ძირკოკს, ვეჯინს, კოლაგს, ბაკურციხეს და კარდენახს დღეს დილიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წევრები კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს ირაკლი ჩიქოვანს შეხვდნენ |
| ორშაბათი, 14 ივნისი 2010 10:37 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წევრები კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს ირაკლი ჩიქოვანს შეხვდნენ. შეხვედრა, ძირითადად უცხოური ფილმების ქართულენოვანი სუბტიტრებით ორიგინალ ენაზე გაშვების ვალდებულებასთან და ციფრულ მაუწყებელობაზე გადასვლასთან დაკავშირებულ სირთულეებზე საუბარს დაეთმო. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| წითელზე გავლისთვის სასჯელი მკაცრდება |
| ორშაბათი, 14 ივნისი 2010 10:20 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
საგზაო მოძრაობისას ამკრძალავი ნიშნების, მათ შორის შუქნიშნის დაუმორჩილებლობაზე, ჯარიმა იზრდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილების შეტანა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ იგეგმება. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| დავით არსენიშვილის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა „ნატო ვაჩნაძე“ |
| ორშაბათი, 14 ივნისი 2010 10:08 | |||
|
14 ივნისი ნატო ვაჩნაძის დაბადებისა და გარდაცვალების დღეა. დიდი მსახიობის უკვდავსაყოფად საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დავით არსენიშვილის საგამოფენო დარბაზში გამოფენა ეწყობა. |
|||
| 14 ივნისს ნატო ვაჩნაძის დაბადებიდან 106 და გარდაცვალებიდან 57 წელი შესრულდა |
| ორშაბათი, 14 ივნისი 2010 10:06 | |
|
14 ივნისს, ქართველი კინომსახიობის, ნატო ვაჩნაძის დაბადებიდან 106 და გარდაცვალებიდან 57 წელი შესრულდა. ნატო ვაჩნაძე 1904 წლის 14 ივნისს ვარშავაში დაიბადა და 1953 წლის 14 ივნისს, თავისივე დაბადების დღეზე, ავიაკატასტროფის დროს გარდაიცვალა. კინომსახიობის სახლ - მუზეუმი გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანშია და სავალალო მდგომარეობაშია. www.ick.ge დღეს მუზეუმიდან ფოტორეპორტაჟს შემოგთავაზებთ. |
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ავტორიზაცია
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია.
თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას მიუთითეთ წყაროს შესახებ.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს დონორების პოზიციას.
შესაბამისად, ფონდები არ არიან პასუხისმგებლები მასალის შინაარსზე.













