| ენერგეტიკის მინისტრი ახმეტაში მოსახლეობას შეხვდება |
| პარასკევი, 18 ივნისი 2010 16:07 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
21 ივნისს, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი და კახეთის გუბერნატორის მოადგილე პეტრე კიკნაძე ახმეტის რაიონში მიმდინარე ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოებს ადგილზე დაათვალიერებენ და მოსახლეობას შეხვდებიან. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 19 ივნისს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები იწყება |
| პარასკევი, 18 ივნისი 2010 15:50 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
2010 წლის 19 ივნისს 9:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლოთეკის შენობაში (მის: გუდიაშვილის ქ. 7) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ატარებს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველ ეტაპს (ტესტურ გამოცდას). |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| სემეკ - ის დადგენილებით არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს წყლის მრიცხველების შეძენა დაევალათ |
| პარასკევი, 18 ივნისი 2010 15:44 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებით, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს 2010 წლის პირველ ოქტომბრამდე წყლის მრიცხველების შეძენა დაევალათ. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის სანქციები მკაცრდება |
| პარასკევი, 18 ივნისი 2010 11:35 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის. საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიერ საგზაო მოძრაობის წესების დაცვის, მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული სანქციები მკაცრდება. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ევროკავშირის მტკიცებით, საქართველოს სოფლის მეურნეობა რეგიონში ყველაზე არაეფექტურია |
| პარასკევი, 18 ივნისი 2010 11:21 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ევროკავშირის მტკიცებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგი რეგიონში ყველაზე არაეფექტურია. ეკონომიკის განვითარებას და სიღარიბის დაძლევას ხელს სოფლის მეურნეობის სექტორის არასაკმარისი დაფინანსება უშლის. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| თელავის უნივერსიტეტის რექტორი ყოფილ ლექტორებს ცილისწამებისათვის სასამართლოში უჩივის |
| პარასკევი, 18 ივნისი 2010 11:05 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი გოცირიძე უნივერსიტეტის ყოფილ ლექტორებს ზიზი ლორიას, თინათინ ბიჭოლაშვილსა და ლუდმილა ბანოვსკაიას ცილისწამებისათვის სასამართლოში უჩივის. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| უმაღლესი სასწავლებლის რექტორობაზე შეზღუდვები იხსნება |
| პარასკევი, 18 ივნისი 2010 10:55 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
უმაღლესი სასწავლებლის რექტორობაზე შეზღუდვები იხსნება. რექტორის თანამდებობაზე ასარჩევად არსებულ შეზღუდვებს „უმაღლესი განათლების“ შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი ხსნის, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| კახეთში „ნიკორას“ პროდუქცია გაძვირდა |
| პარასკევი, 18 ივნისი 2010 10:36 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კახეთში კომპანია „ნიკორას“ წარმოებული ხორცპროდუქტები გაძვირდა. „ნიკორას“ მაღაზიებში ხორცპროდუქტების ფასმა კილოგრამზე 1 ლარით მოიმატა, სხვა კერძო მაღაზიებში კი 1,40 ლარით. 50 – 80 თეთრით გაიზარდა თევზეულის და ნახევარფაბრიკატების ფასებიც. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| „ავერსი“ წამლების გაძვირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს |
| პარასკევი, 18 ივნისი 2010 10:35 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ფარმაცევტული კომპანია „ავერსი“ უარყოფს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას წამლების გაძვირების შესახებ. „2008 წლის 11 ნოემბრიდან მოყოლებული წელიწადნახევრის განმავლობაში „ავერსს“ არცერთი მედიკამენტი არცერთი თეთრით არ გაუძვირებია“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთში 12 პროექტს განახორციელებს |
| პარასკევი, 18 ივნისი 2010 10:09 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
მუნიციპალური განვითარების ფონდი წელს კახეთის რეგიონში 12 პროექტს განახორციელებს. პროექტების საერთო ღირებულება 16 მილიონამდე ლარს შეადგენს. პროექტები რეგიონში მუნიციპალური გზების, სასმელი წყლის და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| საქართველოში ინვესტიციების შემოდინებას სექტემბრიდან ელოდებიან |
| პარასკევი, 18 ივნისი 2010 09:35 | |||
|
სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში, პირველ კვარტალში 76 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 54 მილიონით ნაკლებია გასული, კრიზისული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. |
|||
| ბიძინა ივანიშვილის ფონდი გურჯაანში ეკლესიების აღდგენას აგრძელებს |
| პარასკევი, 18 ივნისი 2010 09:22 | |
|
ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ფონდი გურჯაანში ეკლესიების რესტავრაციას აგრძელებს. კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ივანიშვილის ფონდის დაფინანსებით, წელს, გურჯაანში რამდენიმე ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება. |
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ავტორიზაცია
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია.
თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას მიუთითეთ წყაროს შესახებ.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს დონორების პოზიციას.
შესაბამისად, ფონდები არ არიან პასუხისმგებლები მასალის შინაარსზე.














