| თელავის, გურჯაანის და სიღნაღის რაიონებში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა |
| ოთხშაბათი, 23 ივნისი 2010 20:55 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
წყალდიდობის შედეგად თელავის, გურჯაანის და სიღნაღის მუნიციპალიტეტების სოფლებში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, საკარმიდამო ნაკვეთები და შიდა საუბნო გზები დაიტბორა. წინასწარი ინფორმაციით, რეგიონში დატბორილია 500-მდე საცხოვრებელი სახლი. ქარმა სიღნაღში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ქარმა თელავის რაიონში ხეები დაგლიჯა |
| ოთხშაბათი, 23 ივნისი 2010 19:21 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ძლიერმა ქარმა თელავის რაიონის სოფლებში აკურასა და ვანთაში ხეები დაგლიჯა, დაისეტყვა ბუშეტი, კისისხევი, შალაური და ვანთა. გურჯაანის რაიონში დაისეტყვა სოფლები ვაზისუბანი და ახაშენი. თელავი - თბილისის ავტომაგისტრალზე, სოფელ ვაზისუბანში შეწყვეტილი იყო სამანქანო მოძრაობა. ადიდებული ხევებიდან წყალმა ქვა - ღორღი გადმოიტანა და რამდენიმე სოფელში გაზები ჩახერგა. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| კახეთში სტიქია მძვინვარებს |
| ოთხშაბათი, 23 ივნისი 2010 18:35 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კახეთის რეგიონში სტიქია მძვინვარებს. გურჯაანის რაიონში დაისეტყვა სოფელი ვაზისუბანი, თელავის რაიონში სოფლები კისისხევი და შალაური. წინასწარი ინფორმაციით, განადგურებულია მოსავლის 30-40%. ადიდებულია ხევები, საიდანაც წყალი სასოფლო - სამეურნეო და საკარმიდამო ნაკვეთებში მიედინება. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| სიღნაღში ყველის ფესტივალი გაიმართება |
| ოთხშაბათი, 23 ივნისი 2010 17:48 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
25 ივნისს, სიღნაღში, „ბებრის ბაღში“ ყველის ფესტივალი გაიმართება. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქართული რძისა და რძის პროდუქტების ტრადიციებისა და თანამედროვეობის პოზიციონირებისთვის გამოფენაზე პროდუქცია რეგიონების მიხედვით იქნება წარმოდგენილი. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ახაშენში, სვეტიცხოვლის სახელობის ეკლესიაში ღვთისმშობლის ფრესკა აღმოაჩინეს |
| ოთხშაბათი, 23 ივნისი 2010 17:47 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში, სვეტიცხოვლის სახელობის ერთნავიანი დარბაზული ეკლესიის საკურთხეველში ღვთისმშობლის ფრესკა აღმოჩნდა. ეკლესია მე-15-16 საუკუნის ძეგლია. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| კახეთში არცერთი ახალი საავადმყოფოს მშენებლობა არ დაწყებულა |
| ოთხშაბათი, 23 ივნისი 2010 16:09 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში საქართველოში დაგეგმილი 45 ახალი საავადმყოფოდან, კახეთში სულ 8 საავადმყოფო უნდა აშენდეს. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ - მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ რეგიონებში 27 ახალი საავადმყოფოს მშენებლობა ივლის - აგვისტოში დაიწყება. კახეთის არცერთ მუნიციპალიტეტში საპროექტო სამუშაოებიც კი არ არის დასრულებული. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| სტიქიამ ქვემო ხოდაშენში სასმელი წყლის სათავე ნაგებობა დაანგრია |
| ოთხშაბათი, 23 ივნისი 2010 15:42 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ინტენსიური წვიმების შედეგად თელავის რაიონში მდინარეები დოლიაურის ხევი და კისისხევი ადიდდა, წყალი კალაპოტიდან გადავარდა და ქვემო ხოდაშენის სასმელი წყლის სათავე ნაგებობა დაანგრია. სოფლის მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| თელავში ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო |
| ოთხშაბათი, 23 ივნისი 2010 15:30 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
თელავში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვასილ დავითაშვილმა განუცხადა, შენობა კაპიტალურად შეკეთდება და პირვანდელი სახე დაუბრუნდება. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| საქართველოს რეგიონებში 27 ახალი საავადმყოფოს მშენებლობა ივლის - აგვისტოში დაიწყება |
| ოთხშაბათი, 23 ივნისი 2010 15:00 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
საქართველოს პრემიერ - მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, რეგიონებში 45 ახალი საავადმყოფოდან 27 საავადმყოფოს მშენებლობა 2010 წლის ივლის - აგვისტოში დასრულდება. პრემიერ - მინისტრის განმარტებით, საავადმყოფოების მშენებლობის პროექტის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| დედოფლისწყაროელი ფერმერები შხამ - ქიმიკატების ხარისხის გაკონტროლებას ითხოვენ |
| ოთხშაბათი, 23 ივნისი 2010 14:23 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
დედოფლისწყაროელი ფერმერები შხამ-ქიმიკატების ხარისხით უკმაყოფილოები არიან და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურებისგან მის გაკონტროლებას ითხოვენ. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 26 ივნისს თელავის უნივერსიტეტში ფაკულტეტის დეკანების არჩევნები გაიმართება |
| ოთხშაბათი, 23 ივნისი 2010 13:56 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
26 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხუთი ფაკულტეტის დეკანს აირჩევენ. განცხადება არჩევნების შესახებ ორი თვით ადრე გამოქვეყნდა გაზეთში „ახალი განათლება“, ხოლო დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსებულია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| კახეთში ღვინის კონგრესი გაიმართება |
| ოთხშაბათი, 23 ივნისი 2010 12:33 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
დღეს, კახეთში ღვინის კონგრესი გაიმართება. კონგრესის ფარგლებში, უცხოელი და ქართველი სტუმრებისგან შემდგარი ჯგუფები კახეთის რეგიონის ღვინის ქარხნებს - „ქინძმარაულის მარანს“, „GWS“, „თელიან ველს“, „შუხმან ვაინს ჯორჯიას“, „ტყუპებს“, „შუმს“, „ბადაგონს“ და „თელავის რვინის მარანს“ დაათვალიერებენ. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| კავშირგაბმულობის სატელეფონო ხმოვან მომსახურებაზე აქციზის გადასახადი წესდება |
| ოთხშაბათი, 23 ივნისი 2010 11:53 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კავშირგაბმულობის სატელეფონო ხმოვანი მომსახურების გაწევა აქციზის ათპროცენტიანი ზღვრული ოდენობის ფარგლებში დაიბეგრება, რასაც მთავრობა დაადგენს. ამ ცვლილებას ახალი საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სხდომაზე განიხილა. სხდომას ბიზნესმენები და ბეჭდვითი მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ადიდებულმა ალაზანმა სოფელ ვაზისუბანში ატმის ბაღები დატბორა |
| ოთხშაბათი, 23 ივნისი 2010 11:51 | |||
|
გახშირებული წვიმები გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მდინარე ალაზანი კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებული ატმის ბაღები მთლიანად დატბორა. ამის შესახებ კახეთის საინფრმაცი ცენტრს ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ზაქრო ღარიბაშვილმა აცნობა. |
|||
| დღგ-თი სამედიცინო აპარატურის იმპორტიც დაიბეგრება |
| ოთხშაბათი, 23 ივნისი 2010 11:48 | |
|
დღგ-თი სამედიცინო აპარატურის იმპორტიც დაიბეგრება. ამ ვალდებულებას ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი ითვალისწინებს, რასაც საპარლამენტო უმცირესობა აპროტესტებს. |
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ავტორიზაცია
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია.
თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას მიუთითეთ წყაროს შესახებ.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს დონორების პოზიციას.
შესაბამისად, ფონდები არ არიან პასუხისმგებლები მასალის შინაარსზე.













