00:34:25

ხუთშაბათი, 24 ივნისი 2010
კახეთს სტიქიამ ისევ შეუტია
ხუთშაბათი, 24 ივნისი 2010 19:14

გურჯაანის რაიონში 6 სოფელი არაშენდა, კაჭრეთი, ჯიმითი, დარჩეთი, ნანიანი და ქოდალო დაისეტყვა. სეტყვამ მოსავალი დააზიანა ახმეტის რაიონის სოფლებში ქისტაურში და ახშანში. ძლიერი წვიმისა და ქარის გამო ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და არ მიეწოდება ახმეტის, გურჯაანის, თელავის და ყვარლის რაიონებს.

ვრცლად

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფაკულტეტის დეკანებს აირჩევენ
ხუთშაბათი, 24 ივნისი 2010 17:54

26 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნირებათა ბიზნესისა და სამართლის, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი დარგების, პედაგოგიური, ჯანდაცვის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანებს აირჩევენ.

ვრცლად

ახმეტის გამგებელს პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლების დევნაში ადანაშაულებენ
ხუთშაბათი, 24 ივნისი 2010 14:28

არასამათავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს კობა მაისურაძეს პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლების დევნაში ადანაშაულებს. უფლებადაცვითი ორგანიზაციის ინფორმაციით, გამგებელმა სამსახური დაატოვებინა გამგეობის აპარატის სპეციალისტს თენგიზ მაილაშვილს, მის შვილზე თეა მაილაშვილზე კი, რომელიც 30 მაისის არჩევნებში „ალიანსი საქართველოდან“ კენჭს იყრიდა, ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება.

ვრცლად

თელავის მაჟორიტარმა და გამგებელმა თბილისი - გომბორი - თელავის გზის დამეწყრილი მონაკვეთი დაათვალიერეს
ხუთშაბათი, 24 ივნისი 2010 13:57

თელავის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გია არსენიშვილმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვასილ დავითაშვილმა თბილისი - გომბორი - თელავის გზის დამეწყრილი მონაკვეთი დაათვალიერეს.

ვრცლად

გზების დეპარტამენტი თბილისი - გომბორი - თელავის რეაბილიტირებული გზის ნაწილის დაზიანებას უარყოფს
ხუთშაბათი, 24 ივნისი 2010 13:51

საავტომობილო გზების დეპარტამენტი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას მეწყერის შედეგად თბილისი - გომბორი - თელავის რეაბილიტირებული გზის ნაწილის დაზიანების შესახებ. დეპარტამენტის ცნობით, მდინარე მღვრიეს მიდამოებში ჩამოწოლილ მეწყერს აღნიშნული გზის მონაკვეთი არ წაუღია და ამ გზაზე ავტოტრანსპორტიც ჩვეულ რეჟიმში მოძრაობს.

ვრცლად

სტიქიის შედეგად გურჯაანის რაიონში 300-მდე ოჯახი დაზარალდა
ხუთშაბათი, 24 ივნისი 2010 12:43

გუშინდელი სტიქიის შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 300-მდე ოჯახი დაზარალდა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. ყველაზე მძიმე მდგომარეობა გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენშია. შიდა საუბნო გზები ქვა - ღორღით არის სავსე. დაიხოცა შინაური ფრინველი.

ვრცლად

ლევან ვეფხვაძე: „საქართველოში ყოველი სამი პედაგოგიდან ერთი უმუშევარი დარჩება“
ხუთშაბათი, 24 ივნისი 2010 12:40

სკოლებში პედაგოგთა მოსალოდნელ ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ფრაქცია „ქრისტიან - დემოკრატების“ წევრი, პარლამენტის ვიცე - სპიკერი ლევან ვეფხვაძე გამოეხმაურა და განმარტებებისათვის პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის დაბარება მოითხოვა.

ვრცლად

25 - 26 ივნისს თელავში „წიგნის დღე“ გაიმართება
ხუთშაბათი, 24 ივნისი 2010 12:38

25-26 ივნისს თელავში „წიგნის დღე“ გაიმართება. წიგნების გამოფენა-გაყიდვა ერეკლე მეფის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ახალი გამოცემები, რომლის შეძენასაც მომხმარებელი ფასდაკლებით შეძლებს.

ვრცლად

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით თელავის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს
ხუთშაბათი, 24 ივნისი 2010 12:23

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის საგამოძიებო ჯგუფის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს უფროსი კობა ხუციშვილი დააკავეს.

ვრცლად

11:00 საათის მონაცემებით, კახეთში ელექტროენერგიის გარეშე 32 000 აბონენტია დარჩენილი
ხუთშაბათი, 24 ივნისი 2010 11:25

ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 11:00 საათის მონაცემებით, გუშინდელი სტიქიის შედეგად, კახეთში ელექტროენერგიის გარეშე 32 000 აბონენტია დარჩენილი. ელექტროენერგია არ მიეწოდება რეგიონის 70-მდე სოფელს.

ვრცლად

ე.წ. პოლიტპატიმარ მერაბ ქათამაძეს ბრალი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა და ტარებაში დასდეს
ხუთშაბათი, 24 ივნისი 2010 11:25

ე.წ. პოლიტპატიმარი, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახმეტის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მერაბ ქათამაძე პროკურატურაში გამოიძახეს და საბრალდებო დასკვნა გადასცეს. მას ბრალი სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარებაში ედება.

ვრცლად

მეწყერმა თბილისი - გომბორი - თელავის გზის ნაწილი წაიღო
ხუთშაბათი, 24 ივნისი 2010 10:58

მდინარე მღვრიეს მიდამოებში დიდი მოცულობის მეწერი ჩამოწვა და თბილისი - გომბორი - თელავის რეაბილიტირებული გზის ნაწილი მთლიანად წაიღო. მეწყერმა დააზიანა წყალმომარაგების მილები, რომლითაც თელავის მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდება.

ვრცლად

კახეთში 12 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ხუთშაბათი, 24 ივნისი 2010 09:45

სტიქიის შედეგად კახეთის რეგიონში 12 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, დაწყვეტილია მავთულები, მოკლე ჩართვების გამო დაზიანდა ტრანსფორმატორები.

ვრცლად

ტექნიკური მიზეზების გამო კახეთის საინფორმაციო ცენტრი შეზღუდვით მუშაობს
ხუთშაბათი, 24 ივნისი 2010 09:27

სტიქიის შედეგად კახეთის მუნიციპალიტეტებს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. გათიშულია ინტერნეტიც. ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, სპეციალისტები დაზიანების ადგილებს ეძებენ, თუმცა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის ზუსტი დრო უცნობია.

ვრცლად

ვიდეო

გაბრელაშვილების ოჯახი დახმარების მოლოდინში

ფოტო რეპორტაჟი

News image

ხევისჭალა - 20 წელი ელექტროენერგიის გარეშე

აუდიო

გარემოს დაცვის სამინისტროში მომხდარი ინციდენტის აუდიოჩანაწერი

გამოკითხვა

რატომ იღებენ სახელმწიფო მოხელეები ქრთამს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 06.09.10
13:00-19:00
Fairfrom northeast30°C0.5m/s
0.0mm
19:00-01:00
Fairfrom east-northeast26°C1.8m/s
0.0mm
სამშაბათი 07.09.10 13:00-19:00
Fairfrom east-southeast28°C1.7m/s
0.0mm
ოთხშაბათი 08.09.10 10:00-16:00
Fair25°C0.6m/s
0.0mm
ხუთშაბათი 09.09.10 10:00-16:00
Fair22°C0.9m/s
0.0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივნისი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 25 26 27
28 29 30        

საიტის მხარდამჭერები

osgf
evraziis_fondi
usembassy