| მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი 26 ივნისს ჩატარდება |
| პარასკევი, 25 ივნისი 2010 16:26 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
26 ივნისს 9:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი - წერითი გამოცდა ჩატარდება. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ფარმაცევტული კომპანია „პე ეს პე“ მედიკამენტების გაიაფებას იწყებს |
| პარასკევი, 25 ივნისი 2010 16:18 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ფარმაცევტული კომპანია „პე ეს პე“ მედიკამენტების გაიაფებას იწყებს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გოჩა გოგილაშვილმა განაცხადა. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| უცხოელმა ექსპერტებმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხარისხის მართვის მდგომარეობა დადებითად შეაფასეს |
| პარასკევი, 25 ივნისი 2010 16:09 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ინსტიტუციური მოწყობის და პროგრამული განვითარების დეპარტამენტის თავმჯდომარე მარინა ჟვანია, ევროპელი ექსპერტები და ბოლონიის აკრედიტაციის მენეჯერები ეწვივნენ. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| თელავში „წიგნის დღე“ გაიხსნა |
| პარასკევი, 25 ივნისი 2010 16:09 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
თელავში ერეკლე მეფის სასახლის მიმდებარე ტერირორიაზე „წიგნის დღე“ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია საბავშვო და მხატვრული ლიტერატურა, ენციკლოპედიები და ლექსიკონები. მსურველებს წიგნების შეძენა 20%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| სიღნაღში სარაჯიშვილის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეუძლებელია |
| პარასკევი, 25 ივნისი 2010 11:52 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
სტიქიამ სიღნაღის რაიონიც დააზარალა. წყალდიდობის შედეგად გზები ისე დაიხრამა, რომ ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეუძლებელია სიღნაღში, სარაჯიშვილის ქუჩაზე, წნორში - არსენას ქუჩაზე. ერეკლე II-ს ქუჩაზე მეწყერის გამო მონგრეულია ახლადგაკეთებული მოაჯირი. ძლიერმა ქარმა მუსიკალურ კოლეჯს და შენობას, სადაც აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ, სახურავი გადახადა. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| თელავის რაიონში 9 სოფელი დაისეტყვა |
| პარასკევი, 25 ივნისი 2010 11:44 | |||
|
თელავის რაიონში სოფლები აკურა, ვანთა, ბუშეტი, ქვემო ხოდაშენი, წინანდალი, კისისხევი, ნასამხრალი, შალაური და კონდოლი დაისეტყვა. სოფლებში კისისხევში, კურდღელაურსა და კონდოლში დატბორილია საცხოვრებელი სახლებიც. |
|||
| კახეთში 25 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება |
| პარასკევი, 25 ივნისი 2010 11:03 | |
|
სტიქიის შედეგად, კახეთში, თელავის, გურჯაანის, ლაგოდეხის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში 25 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. |
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ავტორიზაცია
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია.
თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას მიუთითეთ წყაროს შესახებ.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს დონორების პოზიციას.
შესაბამისად, ფონდები არ არიან პასუხისმგებლები მასალის შინაარსზე.













