01:49:14

ორშაბათი, 28 ივნისი 2010
სამართალდამცავებმა 27 წლის თეიმურაზ ბოსტაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
ორშაბათი, 28 ივნისი 2010 16:04

სამართალდამცავებმა 27 წლის თეიმურაზ ბოსტაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 1947 წელს დაბადებული ტარიელ გოგალაძე დააკავეს. გოგალაძემ ბოსტაშვილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარადაიცვალა.

ვრცლად

სექტემბერში 4000 პირველ კლასელს კომპიუტერები დაურიგდებათ
ორშაბათი, 28 ივნისი 2010 14:48

სექტემბერში 4000 პირველ კლასელს კომპიუტერები დაურიგდებათ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, სექტემბრიდან პირველ კლასელებისთვის კომპიუტერების გადაცემა იწყება.

ვრცლად

მოსწავლეებისთვის ორი დიდი არდადეგები დადგინდა
ორშაბათი, 28 ივნისი 2010 14:01

საჯარო სკოლების მოსწავლეები ზამთარში ერთი თვე დაისვენებენ. განათლებისა და მეცენიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებისთვის წელიწადში ორი დიდი არდადეგები დადგინდა.

ვრცლად

ლაგოდეხის გამგებელი უზუნთალაში ხიდიდან ბავშვის გადავარდნის ფაქტს უარყოფს
ორშაბათი, 28 ივნისი 2010 13:58

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ლოლაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას სოფელ უზუნთალაში ხიდიდან ბავშვის გადავარდნის და ხელის მოტეხვის შესახებ. როგორც ლოლაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, უზუნთალაში ხიდიდან არავინ არ გადავარდნილა და სხეულის დაზიანებით სამედიცინო დაწესებულებისთვისაც არავის მიუმართავს.

ვრცლად

მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
ორშაბათი, 28 ივნისი 2010 13:26

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. კახეთში, კერძოდ, თელავის რაიონულ სასამართლოში 4 ვაკანტური ადგილია, აქედან 2 მაგისტრატი მოსამართლის. კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთები მიიღება 2010 წლის 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით.

ვრცლად

უზუნთალაში საცალფეხო ხიდიდან მოზარდი გადავარდა და ხელი მოიტეხა
ორშაბათი, 28 ივნისი 2010 13:23

ლაგოდეხის რაიონის სოფელ უზუნთალაში, ადგილობრივი მოსახლეობა გასულ წელს სტიქიის შედეგად ჩანგრეული ხიდის აღდგენას ითხოვს. რამდენიმე დღის წინ, ჩანგრეული ხიდის ნაცვლად გაკეთებული საცალფეხო გადასასვლელიდან მოზარდი ხევში გადავარდა და ხელი მოიტეხა, - იუწყება რადიო „ჰერეთი“.

ვრცლად

შირაქში ხორბლის მოსავალს თაგვი ანადგურებს
ორშაბათი, 28 ივნისი 2010 13:04

დედოფლისწყაროს რაიონში ხორბლის ყანებს უკუდო თაგვი შეესია, რომელიც შემოსულ მოსავალს ანადგურებს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს ფერმერმა ელიზბარ იმერლიშვილმა აცნობა. მისი თქმით, მღრღნელი ერთ დღეში ანადგურებს მოსავლის იმ ნაწილს, რასაც ჩვეულებრივი თაგვი მთელი წლის მანძილზე.

ვრცლად

სასკოლო მანდატურების ხელფასი პედაგოგების ანაზღაურებას გადააჭარბებს
ორშაბათი, 28 ივნისი 2010 12:57

სასკოლო მანდატურების ხელფასი პედაგოგების ანაზღაურებას 20 ლარით გადააჭარბებს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, მანდატურების ხელფასი 400 ლარით, ხოლო პედაგოგების ანაზღაურება კი 380 ლარით განისაზღვრება.

ვრცლად

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჩატარდა
ორშაბათი, 28 ივნისი 2010 12:45

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჩატარდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის წევრმა ნინო ჯაშიაშვილმა განუცხადა, თანამდებობებზე კვლავ ძველი დეკანები დაინიშნენ.

ვრცლად

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განკუთვნილი ტესტები საქართველოში შემოიტანეს
ორშაბათი, 28 ივნისი 2010 10:52

ეროვნული გამოცდებისთვის განკუთვნილი 120 000 ტესტი საქართველოში შემოიტანეს, რომლებიც ბრიტანეთში, სტივენ ოსტინის ორგანიზაციაში დაიბეჭდა. ტესტების გარდა, ბრიტანეთში პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის განკუთვნილი ტესტებიც დაიბეჭდა.

ვრცლად

მიმდინარე კვირაში საგადასახადო კოდექსის პროექტი პირველი მოსმენით დამტკიცდება
ორშაბათი, 28 ივნისი 2010 10:17

საქართველოს პარლამენტი ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტს პირველი მოსმენით მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს. პროექტი ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესწრეებთან თანამშრომლობით  მოამზადა და  საბოლოოდ ივლისის ბოლომდე დამტკიცდება.

ვრცლად

კახეთში ალოობა დაიწყო
ორშაბათი, 28 ივნისი 2010 10:15

დედოფლისწყაროს რაიონში ხორბლის მოსავლის აღება დაიწყო. როგორც ფერმერებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, რაიონში საკმარისი რაოდენობის ტექნიკაა მობილიზებული.

ვრცლად

კახეთის წყალს მიაქვს, დედოფლისწყაროში ნერგების ერთჯერადად მოსარწყავად კი 10 793 ლარი გამოიყო
ორშაბათი, 28 ივნისი 2010 09:42

კახეთში ინტენსიური წვიმების პერიოდში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა, ორგანიზაციას შპს „ტექნოსერვისი I“ ახლადდარგული ნერგების ერთჯერადად მოსარწყავად, მუნიციპალური ბიუჯეტიდან 10 793 ლარი გამოუყო.

ვრცლად

პედაგოგთა პროფკავშირი თავის წევრებს შეღავათიან ფასებში საზაფხულო დასვენებას სთავაზობს
ორშაბათი, 28 ივნისი 2010 09:29

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი თავის წევრებს, შეღავათიან ფასებში, აჭარის მთიან რაიონში, კურორტ „ბეშუმში“ საზაფხულო დასვენებას სთავაზობს.

ვრცლად

ვიდეო

არამიზნობრივი ხარჯვა

ფოტო რეპორტაჟი

News image

ბაკურ კვეზერელი: „არცერთი კილოგრამი ყურძენი დასაბინავებელი არ დარჩება“

აუდიო

გარემოს დაცვის სამინისტროში მომხდარი ინციდენტის აუდიოჩანაწერი

გამოკითხვა

რატომ იღებენ სახელმწიფო მოხელეები ქრთამს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 09.09.10
13:00-19:00
Partly cloudyfrom east25°C1.2m/s
0.3mm
19:00-01:00
Fairfrom north-northeast21°C0.5m/s
0.0mm
პარასკევი 10.09.10 13:00-19:00
Rainfrom east-southeast22°C2.7m/s
1.2mm
შაბათი 11.09.10 10:00-16:00
Rainfrom southeast16°C3.7m/s
2.5mm
კვირა 12.09.10 10:00-16:00
Rainfrom southeast15°C2.0m/s
0.6mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივნისი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
29 30        

საიტის მხარდამჭერები

osgf
evraziis_fondi
usembassy