02:05:54

ივნისი 2010

ოთხშაბათი 30 ივნისი 2010

გია ჯანდიერი: „ახალი კოდექსი ადმინისტრირებას გააუარესებს“
ოთხშაბათი, 30 ივნისი 2010 18:08

ეკონომიკის ყოფილის მინისტრის კახა ბენდუქიძის შემდეგ ახალ საგადასახადო კოდექსს, მისი გუნდის წევრი, „ახალი ეკონომიკური სკოლის“ ვიცე - პრეზიდენტი გია ჯანდიერიც აკრიტიკებს. ჯანდიერის განმცხადებით, ახალი საგადასახადო კოდექსით საგადასახადო ადმინისტრირება კიდევ უფრო გაუარესდება და უხეში გახდება.

ვრცლად

ყვარლის სკოლების მასწავლებლები სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლებას აპროტესტებენ
ოთხშაბათი, 30 ივნისი 2010 15:22

ყვარლის საჯარო სკოლების მასწავლებლები სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლებას აპროტესტებენ. როგორც პირველი საჯარო სკოლის პედაგოგებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, დირექტორმა თათბირზე განაცხადა, რომ პედაგოგებს, რომლებსაც 18 საათი არ აქვთ, სექტემბრიდან სკოლაში ვეღარ იმუშავებენ.

ვრცლად

გერმანული ავიაკომპანია ფრენისას მგზავრებს თელავში ჩამოსხმულ საფერავს შესთავაზებს
ოთხშაბათი, 30 ივნისი 2010 15:08

ქართულ ღვინოებს პოპულარიზაციას მსოფლიოს ერთ - ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია გაუწევს. რადიო „კომერსანტის“ ინფორმაციით, გერმანული „ლუფთჰანზას“ თვითმფრინავების ბორტზე მენიუში სწორედ ქართულ ღვინოებს შეიტანენ.

ვრცლად

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 9 სტუდენტი თურქეთში გაემგზავრა
ოთხშაბათი, 30 ივნისი 2010 14:51

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 9 სტუდენტი საზაფხულო კურსებს თურქეთში, სამსუნის უნივერსიტეტში გაივლის. სტუდენტები ტესტირების საფუძველზე შეირჩნენ. მათ ტესტირება თურქულ ენაში ჩააბარეს.

ვრცლად

საჯარო რეესტრში ახალი მომსახურება ამოქმედდა
ოთხშაბათი, 30 ივნისი 2010 14:48

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ახალი მომსახურება ამოქმედდა. დღეიდან სააგენტოს სუპერვაიზერები მოქალაქეებს მობილური მონიტორით მოემსახურებიან. სააგენტოს ცნობით, მობილური მონიტორი მნიშვნელოვნად დააჩქარებს სარეგისტრაციო მომსახურებას.

ვრცლად

„ფრიდომ ჰაუსმა“ საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
ოთხშაბათი, 30 ივნისი 2010 14:40

„საქართველოში არ არსებობს არც ავტორიტარული და არც ნახევრად ავტორიტარული მთავრობა“ - ნათქვამია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში.

ვრცლად

პედაგოგები, სოფლის ექიმები და სასულიერო პირები სარეზერვო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან
ოთხშაბათი, 30 ივნისი 2010 14:27

პედაგოგები, სოფლის ექიმები და სასულიერო პირები სარეზერვო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან. აღნიშნულს „სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს. ამ კატეგორიის პირები აღარ არიან იმ ნუსხაში, რომლებიც სარეზერვო სამსახურში გაწვევისგან არიან გათავისუფლებულნი.

ვრცლად

ეროვნული გამოცდების მედიაცენტრი გაიხსნა
ოთხშაბათი, 30 ივნისი 2010 14:26

თბილისში ეროვნული გამოცდების მედიაცენტრი გაიხსნა. მედიაცენტრის გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე და ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი დაესწრნენ.

ვრცლად

სამედიცინო აპარატურის იმპორტი დღგ-ით აღარ დაიბეგრება
ოთხშაბათი, 30 ივნისი 2010 14:25

სამედიცინო აპარატურის იმპორტი დღგ-ით აღარ დაიბეგრება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადეს.

ვრცლად


სამშაბათი 29 ივნისი 2010

სოფელ ჯოყოლოში მათე ალბუთაშვილის დაბადებიდან 157-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
სამშაბათი, 29 ივნისი 2010 22:28

30 ივნისს, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ქისტი განმანათლებლის, სასულიერო მოღვაწის, თეოლოგის, მწერლისა და პუბლიცისტის მათე ალბუთაშვილის დაბადებიდან 157-ე წლის იუბილე, მისი წიგნის „პანკისის“ პრეზენტაცია და სახალხო ზეიმი გაიმართება.

ვრცლად

2007 - 2008 წლებში სარეზერვო სამსახურგავლილ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ
სამშაბათი, 29 ივნისი 2010 17:15

2007-2008 წლებში სარეზერვო სამსახურგავლილ სტუდენტებს, სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. აღნიშნულ საკითხს „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს.

ვრცლად

სიღნაღის საგამოცდო ცენტრში გამოცდებს 258 აბიტურიენტი ჩააბარებს
სამშაბათი, 29 ივნისი 2010 17:09

სიღნაღის საგამოცდო ცენტრში ერთიან ეროვნულ გამოცდებს 258 აბიტურიენტი ჩააბარებს. გამოცდები 1 ივლისიდან დაიწყება და 21 ივლისს დასრულდება.

ვრცლად

1 ივლისიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
სამშაბათი, 29 ივნისი 2010 16:48

1 ივლისიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გამოცდები კახეთში თელავსა და სიღნაღში ჩატარდება. ეროვნული გამოცდებისთვის რეგიონში 1600 აბიტურიენტია რეგისტრირებული.

ვრცლად

ქარსაფარი ზოლები მიმდებარე ნაკვეთების მესაკუთრეთა საკუთრებაში გადადის
სამშაბათი, 29 ივნისი 2010 15:09

პარლამენტი „სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე კანონპროექტს განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, ქარსაფარი ზოლები მიმდებარე ნაკვეთების მესაკუთრეთა საკუთრებაში გადადის.

ვრცლად

სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმარ რობერტ ხარაიშვილის საქმესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს
სამშაბათი, 29 ივნისი 2010 13:09

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მძიმედ დაავადებული მსჯავრდებულის 46 წლის რობერტ ხარაიშვილის საქმესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. სამინისტროში დაადასტურეს, რომ პატიმარი ხარაიშვილი მძიმედაა დაავადებული, თუმცა აქვე აღნიშნეს, რომ მისი სასჯელის გადავადების საკითხზე ვერ იმსჯელებენ, ვინაიდან ხარაიშვილს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისათვის არ მიუმართავს.

ვრცლად

გვერდი 1 / 16

ვიდეო

არამიზნობრივი ხარჯვა

ფოტო რეპორტაჟი

News image

ბაკურ კვეზერელი: „არცერთი კილოგრამი ყურძენი დასაბინავებელი არ დარჩება“

აუდიო

გარემოს დაცვის სამინისტროში მომხდარი ინციდენტის აუდიოჩანაწერი

გამოკითხვა

რატომ იღებენ სახელმწიფო მოხელეები ქრთამს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 09.09.10
13:00-19:00
Partly cloudyfrom east25°C1.2m/s
0.3mm
19:00-01:00
Fairfrom north-northeast21°C0.5m/s
0.0mm
პარასკევი 10.09.10 13:00-19:00
Rainfrom east-southeast22°C2.7m/s
1.2mm
შაბათი 11.09.10 10:00-16:00
Rainfrom southeast16°C3.7m/s
2.5mm
კვირა 12.09.10 10:00-16:00
Rainfrom southeast15°C2.0m/s
0.6mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივნისი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

საიტის მხარდამჭერები

osgf
evraziis_fondi
usembassy