სამშაბათი, 10 აგვისტო 2010 10:18
ლევან ახალაურმა, რომელიც 2005 წელს თელავის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ხელმძღვანელობდა, სახელმწიფოს 305 000 ლარის ზარალი მიაყენა. მიუხედავად ამისა, ახალაური დაწინაურდა. 2006 წელს მან თელავის რაიონის გამგებლის თანაშემწის თანამდებობა დაიკავა, 2007 წლის თებერვლიდან 2010 წლის მაისის ჩათვლით კი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. ივლისში ის სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის უფროსად დაინიშნა.













