ოთხშაბათი, 01 თებერვალი 2012 12:52
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კახეთში როგორც ცენტრალურ, ასევე შიდა საუბნო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. შესაბამისი სამსახურები გაწმენდით სამუშაოებს მხოლოდ გზის ზოგიერთ მონაკვეთზე ატარებენ, რის გამოც ტრაილერებს და მსუბუქ ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ.













