03:04:24

Share |

ავტოგაზგასამართი სადგური ბაზარში

ავტოგაზგასამართი სადგური ბაზარშიგურჯაანის საბითუმო ბაზარს, სადაც ვაჭრობა დილის 4:00 საათიდან 8:00 საათამდეა, ყოველდღიურად ასობით ადამიანი სტუმრობს. ვაჭრობის პერიოდში მიმდებარე ტერიტორია მანქანებით მთლიანად იკეტება. საბითუმო ბაზრის შუაში, საავტომობილო გზაზე ს/ს „ავტოგაზის“ კუთვნილი მოძრავი ავტოგაზგასამართი სადგური დგას.

უსაფრთხოების არცერთი ნორმა დაცული არ არის. გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები სიგარეტს ეწევიან, ნამწვებს ჩაქრობის გარეშე ყრიან; სადგური მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის ანძიდან 15 მეტრით, რკინიგზიდან კი 5 მეტრით არის დაშორებული. რამდენიმე მეტრში კი საცხოვრებელი სახლებია.

„უკვე ექვსი წელია მოსავალს აქ ვყიდი. წინა წლებში ეს მანქანა აქ არ იდგა. 2 თვეა რაც აქ არის. რას გვიშლის? ხალხი მანქანებს „აზაპრავკებს“ და შორს წასვლა არ უწევთ“, -გვითხრა თამაზ რაქვიაშვილმა, რომელიც საკუთარ ნაკვეთში მოყვანილ პომიდორს ყიდდა.

აღსანიშნავია, რომ მოძრავი ავტოგაზგასამართი სადგურიდან 40 მეტრში გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის შენობაა.

„საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეთქებადსაშიში სადგურების გაჩერება კატეგორიულად აკრძალულია, თუმცა როგორც კომპანიაში განმარტეს, გურჯაანში, საბითუმო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი ავტოგაზგასამართი სადგური მათ ტერიტორიაზე არ დგას.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ტექნიკური უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, მოძრავი ავტოგაზგასამართი სადგურისთვის ადგილი მუნიციპალიტეტის გამგეობამ უნდა გამოყოს და წესების დაცვაზეც პასუხისმგებლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და შესაბამის სამსახურს ევალება.

იმის გამო, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის და ნებისმიერ დროს, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი დადგეს, რატომ არ ახდენს რეაგირებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა? კახეთის საინფორმაციო ცენტრი აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალიტეტის გამგებელს შოთა უტიაშვილის ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაუკავშირდა. მაშინ გამგებელმა განაცხადა, რომ საბითუმო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა დასახლებული და სავაჭრო პუნქტიდან მოძრავი სადგურის გაყვანის მოთხოვნით გამგეობასაც მიმართეს. „დეტალების გარკვევა ჩემს პირველ მოადგილეს და ზედამხედველობის სამსახურს დავავალე. რამდენიმე დღეში გავარკვევთ და ინფორმაციას მოგაწოდებთ“, - აღნიშნა უტიაშვილმა. ერთი თვის შემდეგ რაიონის გამგებელს პასუხი ისევ არ აქვს. ამ საკითხზე განმარტება ვერც გამგებლის პირველმა მოადგილემ გოგა პეტრუზაშვილმა მოგვცა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაქარია იაგანაშვილის თქმით, ს/ს „ავტოგაზის“ წარმომადგენელს ადგილის გამოყოფის მოთხოვნით გამგეობაში განცხადება აქვს შეტანილი და საკითხი შესწავლის პროცესშია. ჩვენ გამგეობიდან აღნიშნული წერილის ასლი მოვითხოვეთ, მაგრამ გამგეობამ ეს ინფორმაცია არ მოგვცა.

 

ვიდეო

ადვოკატები სასამართლოს არაობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ

ფოტო რეპორტაჟი

News image

შეზღუდვები გზებზე

გამოკითხვა

როგორ აფასებთ საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 06.02.12
13:00-19:00
Fairfrom southeast-1°C1.4m/s
0mm
19:00-01:00
Fairfrom southeast-2°C2.0m/s
0mm
სამშაბათი 07.02.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast-2°C1.8m/s
0.1mm
ოთხშაბათი 08.02.12 10:00-16:00
Snowfrom southeast-3°C2.3m/s
5.0mm
ხუთშაბათი 09.02.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast-6°C1.3m/s
0.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< სექტემბერი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy