05:12:21

Share |

ამაზე მეტად როგორ უნდა უჭირდეს?

ამაზე მეტად როგორ უნდა უჭირდეს?მოსაშვილების ოჯახზე სამი თვის წინ დავწერეთ. 57 წლის ეთერ მოსაშვილი 23 წლის შვილთან ერთად სოფელ ვაქირში ნანგრევებში ცხოვრობდა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ სიღნაღის გამგებელი ნოდარ კოჭლამაზაშვილი მათ დაპირდა, რომ სხვა საცხოვრებელს მოუძებნიდა, მაგრამ მოატყუა.

მოსაშვილებს სახლი სტიქიის შედეგად დაენგრათ. სოციალური მომსახურების სააგენტომ დანგრეული სახლი მუდმივ საცხოვრებლად არ ჩათვალა და დახმარების დანიშვნაზეც უარი უთხრა, არადა, ოჯახს სხვა თავშესაფარი არ ჰქონდა. ქარის დროს დედა - შვილს ეზოში ეძინა, რომ სახლის დარჩენილი ნაწილიც არ ჩამონგრეულიყო.

ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა კერძო პირმა მოსაშვილებს ბინა დაუთმო, თვითონ უცხოეთშია წასული და ვიდრე ჩამოვალ, დროებით იცხოვრეთო.

„თქვენ რომ ჩემს დანგრეულ სახლში ფოტოები გადაიღეთ, რამდენიმე დღეში სოციალური აგენტი მოვიდა და გადაგვამოწმა. მანამდე არ გვამოწმებდნენ. გვეუბნებოდნენ, ეს თქვენი მუდმივი საცხოვრებელი არ არისო. გადამოწმების შემდეგ 42 000 ქულა მოგვივიდა და დახმარება დაგვენიშნა, მაგრამ ერთი თვის დახმარების აღებაც ვერ მოვასწარით. რომ აცივდა, იძულებულები გავხდით სხვა სახლში გადავსულიყავით. იქ, ნანგრევებში გათბობა შეუძლებელი იყო. სახლის გამოცვლის გამო აგენტი ისევ მოვიდა და ახალი დეკლარაცია შეავსო. 66 000 ქულამდე მოგვივიდა. სოციალური სააგენტოს ადგილობრივი განყოფილების თანამშრომლებიც გაკვირვებულები იყვნენ, სტატუსად ღატაკი უწერიათ და დახმარება რატომ ვერ მიიღესო? რადგან დახმარება არ გვაქვს, გამგეობამ შეშაც არ მოგვცა. ეზოში ხე მოვჭერით და იმით ვთბებით,“ - აღნიშნა ეთერ მოსაშვილმა.

მოსაშვილების ამჟამინდელ სახლშიც სახურავიდან წყალი ჩადის. ოთახებში რამდენიმე ძველი სკამი, ახლობლების მიერ ნაჩუქარი მაგიდა, შეშის ძველი  ღუმელი, ორი საწოლი, ძველი კარადა და ნათესავის მიერ ნაჩუქარი ტელევიზორი დგას. დედა - შვილი არსად მუშაობს.

„აქვე მოხუცი კაცი ცხოვრობს და ზოგჯერ იმას ვეხმარებით. ისიც პატივს გვცემს და ბაზარში რომ მიდის, ჩვენთვისაც მოაქვს პროდუქტები. სხვა არანაირი შემოსავალი არ გვაქვს, რომ თავი გავიტანოთ. ზაფხული მაინც რომ იყოს, გავიდოდი, დღიურად ვიმუშავებდი და პურის ფულს ვიშოვიდი, მაგრამ ეხლა რა გავაკეთო, არ ვიცი. სოფლის ექიმმა მითხრა, ინფარქტის ნიშნები გაქვსო, მაგრამ არც ექიმის ფული მაქვს და არც წამლების. „ალდაგის“ პოლისი კი გვაქვს, მაგრამ არაფერს არ ანაზღაურებენ. თუ მომაკვდავი არ მიმიყვანეს საავადმყოფოში, ისე ვერ ვსარგებლობ პოლისით“ - ამბობს ეთერ მოსაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ იურისტის ლია ხუროშვილის განცხადებით, სიღნაღის სოციალური მომსახურების ცენტრის უარი მოსაშვილების ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური პირობების გადამოწმებაზე, როცა ისინი ჯერ კიდევ ნანგრევებში ცხოვრობდნენ, დისკრიმინაციული იყო. „ოჯახს არ ჰქონდა სხვა სახლი, ცხოვრობდნენ იქ, ნანგრევები იყო თუ ქოხი, სააგენტოს არ ჰქონდა უფლება, უარი ეთქვა შემოწმებაზე და ამით შეეზღუდა სოციალურად დაუცველი პირების უფლება, მონაწილეობა მიეღოთ სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამაში. სრულიად გაუგებარია, მოსაშვილების ოჯახს სხვის სახლში გადასვლის შემდეგ მაღალი სარეიტინგო ქულა რატომ მიენიჭა“. - აღნიშნა ხუროშვილმა.

სიღნაღის სოციალური მომსახურების ცენტრში განაცხადეს, რომ რატომ არ დაენიშნა ოჯახს დახმარება კომენტარს ვერ გააკეთებენ, რადგან ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის.

ნათია დანელიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი

 

 

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast24°C3.2m/s
0mm
19:00-01:00
Rainfrom north-northeast21°C0.4m/s
2.6mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast23°C2.9m/s
0.2mm
სამშაბათი 22.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northeast20°C0.9m/s
0.2mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2011 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 28 29 30 31  

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy