კვირა, 05 სექტემბერი 2010 23:22
ყვარლიდან 5 კილომეტრში, ე.წ. ვაზოვანის ტერიტორიაზე, დაახლოებით 20 ჰექტარზე ტყის მასივი იწვის. ხანძარი ტყეში 5 სექტემბერს 15:00 საათზე შენიშნეს. მთელი დღის განმავლობაში ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომლები ცეცხლის ჩაქრობას უშედეგოდ ცდილობდნენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი იტყობინება ყვარლიდან, რაიონში საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელიც ხანძრის გავრცელების შემთხვევაში მოსახლეობის ევაკუაციის გეგმაზე მუშაობს. ადგილზე კახეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.













