01:01:48

კაჭრეთში „დარბის ყველაწმინდის“ ტაძრის რესტავრაცია დასრულდა

ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში, „დარბის ყველაწმინდის“ ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა. ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა და VIII საუკუნით თარიღდება. ეკლესიასთან უახლოეს მომავალში მამათა მონასტრის დაარსება იგეგმება.

ვრცლად

 

ანსამბლმა „გურჯაანმა“ მსოფლიო ფოლკლორის 27-ე ფესტივალზე პირველი ადგილი აიღო

ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა „გურჯაანმა“ მსოფლიო ფოლკლორის 27-ე ფესტივალზე, რომელიც იტალიაში ჩატარდა, პირველი ადგილი აიღო.

ვრცლად

 

სოფელ კალაურში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია ინგრევა

გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია ინგრევა. სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც ჭერი მთლიანად ჩამოექცა, მე-9 საუკუნეშია აშენებული.

ვრცლად

 

სოფელ შიბლიანში ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოჩნდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანში, ზურაბ ძირკველიშვილის საცხოვრებელი სახლის ეზოში ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოჩნდა. სამარხში წარმართული წესით დაკრძალული ნეშტი იქნა ნაპოვნი.

ვრცლად

 

კულტურის სამინისტრო თელავში 11 წლიანი სამუსიკო სკოლის დაარსებას გეგმავს

კულტურის სამინისტრომ სამუსიკო განათლების რეფორმა დაიწყო. რეფორმის ფარგლებში სამინისტრო თელავში თერთმეტწლიანი სამუსიკო სკოლის დაარსებას, სამუსიკო სასწავლო პროგრამებისა და სტანდარტების გეგმების დამტკიცებას აპირებს, რომლითაც საქართველოში არსებული თერთმეტწლიანი სამუსიკო სკოლები იხელმძღვანელებენ.

ვრცლად

 

თელავის სამხატვრო გალერეაში მინიატურული ნაქარგების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

თელავის სახელმწიფო მუზეუმის ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეაში მინიატურული ნაქარგების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გალერეაში თელაველი ხელოვანის ნუნუკა გაგუნაშვილის მიერ ყვავილების ფურცლებისგან შექმნილი ჰერბარიუმისა და დედამისის, აწ გარდაცვლილი პედაგოგის მაყვალა დოლიძის მინიატურული ნაქარგების სამოცამდე ნამუშევარია გამოფენილი.

ვრცლად

 

თელავში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი განახლდება

ელისო ვირსალაძის მიერ 80-იან წლებში დაარსებული ფესტივალი „ქება ვაზისა“ 16 ოქტომბერს განახლდება. ფესტივალის ფარგლებში, 16-დან 23 ოქტომბრის ჩათვლით, ვაჟა ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში 7 კონცერტი გაიმართება.

ვრცლად

 

გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ორგუმბათიანი ტაძარი მრევლისთვის გაიხსნა

15 თვიანი პაუზის შემდეგ, გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ორგუმბათიანი ტაძარი მრევლისთვის გაიხსნა. მარიამობის სადღესასწაულო ლოცვას გურჯაანი - ველისციხის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ექვთიმე აღავლენს.

ვრცლად

 

ახაშენში, სვეტიცხოვლის სახელობის ეკლესიაში ღვთისმშობლის ფრესკა აღმოაჩინეს

გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში, სვეტიცხოვლის სახელობის ერთნავიანი დარბაზული ეკლესიის საკურთხეველში ღვთისმშობლის ფრესკა აღმოჩნდა. ეკლესია მე-15-16 საუკუნის ძეგლია.

ვრცლად

 

თელავში ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო

თელავში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვასილ დავითაშვილმა განუცხადა, შენობა კაპიტალურად შეკეთდება და პირვანდელი სახე დაუბრუნდება.

ვრცლად

 

თელავში გამოფენა „დასურათებული ამერიკა“ დაიხურა

თელავის სახელმწიფო მუზეუმის ქეთევან იაშვილის სამხატვრო გალერეაში, ამერიკის საელჩოს ინიციატივით გახსნილი, ამერიკული სახვითი ხელოვნების ცნობილი რეპროდუქციების გამოფენა „დასურათებული ამერიკა“ დაიხურა.

ვრცლად

 

კახეთში ეკლესიებისა და ისტორიული ძეგლების აღრიცხვა მიმდინარეობს

კახეთის რეგიონში ეკლესია - მონასტრებისა და ისტორიულ - კულტურული ძეგლების აღრიცხვა მიმდინარეობს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის გამგეობის კულტურისა სამსახურის სპეციალისტმა, ისტორიკოსმა თამაზ მარკოზაშვილმა განუცხადა.

ვრცლად

 

ბიძინა ივანიშვილის ფონდი გურჯაანში ეკლესიების აღდგენას აგრძელებს

ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ფონდი გურჯაანში ეკლესიების რესტავრაციას აგრძელებს. კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ივანიშვილის ფონდის დაფინანსებით, წელს, გურჯაანში რამდენიმე ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება.

ვრცლად

 

18 ივნისს თელავში გაიხსნება გამოფენა „დასურათებული ამერიკა“

18 ივნისს, 16:00 საათზე, თელავის სახელმწიფო მუზეუმის ქეთევან იაშვილის სამხატვრო გალერეაში, ამერიკის საელჩო, ამერიკული სახვითი ხელოვნების ცნობილი რეპროდუქციების გამოფენას „დასურათებული ამერიკა“ გახსნის.

ვრცლად

 

სიღნაღში ამერიკელი მხატვრის გამოფენა გაიხსნა

სიღნაღში, „ძველი უბნის სახელოსნოში“,ამერიკელი მხატვრის ჯონ უერდმანის ნახატების გამოფენა გაიხსნა. წარმოდგენილ ტილოებზე ავტორი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა. ნახატები ვაზის, ვენახისა და ღვინის თემაზეა შესრულებული, რის გამოც მხატვარმა გამოფენას „ვაზის ხელოვნება“ უწოდა.

ვრცლად

 

17 ივნისს კახეთში ფრანგული სიმღერების ფესტივალი გაიხსნება

17 ივნისს, 19:00 საათზე, ახმეტაში ფრანგული სიმღერების ფესტივალი გაიხსნება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთის იონის დეპარტამენტის მუსიკალური ჯგუფი.

ვრცლად

 

ფესტივალის „კახეთი - 2010“ ჩასატარებლად მზადება დაიწყო

კახეთში იოსებ ნონეშვილის სახელობის ტრადიციული ფესტივალისთვის მზადება დაიწყო. 15 ივნისს, გურჯაანში, კულტურის ცენტრში ფესტივალის შესარჩევი ტური გაიმართება.

ვრცლად

 

დავით არსენიშვილის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა „ნატო ვაჩნაძე“

14 ივნისი ნატო ვაჩნაძის დაბადებისა და გარდაცვალების დღეა. დიდი მსახიობის უკვდავსაყოფად საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დავით არსენიშვილის საგამოფენო დარბაზში გამოფენა ეწყობა.

ვრცლად

 

თელავში ლიტვური პოეზიის საღამო გაიმართა

თელავში ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში ლიტვური პოეზიის საღამო გაიმართა. ექვსმა ლიტველმა პოეტმა საკუთარი ლექსები მშობლიურ ენაზე წაიკითხა, ქართულად კი პოეტებმა დათო რობაქიძემ, ამირან სვიმონიშვილმა და გაგა ნახუცრიშვილმა თარგმნეს.

ვრცლად

 

11 ივნისს წინანდალში ფესტივალი „არტ - გენი 2010“ გაიხსნება

11 ივნისს, 12:00 საათზე, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ჭავჭავაძეების ბაღში ფესტივალი „არტ-გენი 2010“ გაიხსნება. ფესტივალზე აღმოსავლეთ საქართველოდან ფოლკლორის, რეწვისა და ზეპირისიტყვიერების საუკეთესო ოსტატები მოიყრიან თავს.

ვრცლად

 

გვერდი 1 / 4

ვიდეო

გაბრელაშვილების ოჯახი დახმარების მოლოდინში

ფოტო რეპორტაჟი

News image

ხევისჭალა - 20 წელი ელექტროენერგიის გარეშე

აუდიო

გარემოს დაცვის სამინისტროში მომხდარი ინციდენტის აუდიოჩანაწერი

გამოკითხვა

რატომ იღებენ სახელმწიფო მოხელეები ქრთამს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 06.09.10
13:00-19:00
Fairfrom northeast30°C0.5m/s
0.0mm
19:00-01:00
Fairfrom east-northeast26°C1.8m/s
0.0mm
სამშაბათი 07.09.10 13:00-19:00
Fairfrom east-southeast28°C1.7m/s
0.0mm
ოთხშაბათი 08.09.10 10:00-16:00
Fair25°C0.6m/s
0.0mm
ხუთშაბათი 09.09.10 10:00-16:00
Fair22°C0.9m/s
0.0mm
yr.no

ავტორიზაცია

< სექტემბერი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

საიტის მხარდამჭერები

osgf
evraziis_fondi
usembassy