ორშაბათი, 14 ივნისი 2010 14:43
კახეთში იოსებ ნონეშვილის სახელობის ტრადიციული ფესტივალისთვის მზადება დაიწყო. 15 ივნისს, გურჯაანში, კულტურის ცენტრში ფესტივალის შესარჩევი ტური გაიმართება.
ფესტივალის ორგანიზატორი იოსებ ნონეშვილის შვილი სანდრო ნონეშვილია. მისი თქმით, პოეტის 90 წლისთავთან დაკავშირებით, ფესტივალის ტრადიციულ ნომინაციებს - იოსებ ნონეშვილის ლექსების მხატვრული კითხვა, საკუთარი ლექსის წარდგენა და სახვითი ხელოვნება, წელს ვოკალისტთა კონკურსი და საჭადრაკო ტურნირიც დაემატა. ჟიურის წინაშე ის მოსწავლეები წარსდგებიან, რომლებმაც შესარჩევი ტურის პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს.
ფესტივალი „კახეთი 2010“ გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, იოსებ ნონეშვილის სახლ - მუზეუმში სექტემბერში გაიმართება. ფესტივალი კახეთში მესამე წელია ტარდება.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||













