პარასკევი, 03 სექტემბერი 2010 10:20
კულტურის სამინისტრომ სამუსიკო განათლების რეფორმა დაიწყო. რეფორმის ფარგლებში სამინისტრო თელავში თერთმეტწლიანი სამუსიკო სკოლის დაარსებას, სამუსიკო სასწავლო პროგრამებისა და სტანდარტების გეგმების დამტკიცებას აპირებს, რომლითაც საქართველოში არსებული თერთმეტწლიანი სამუსიკო სკოლები იხელმძღვანელებენ.
სამინისტროს ინფორმაციით, ეს ღონისძიებები კულტურის სამინისტროს ქვეყნის მასშტაბით სამუსიკო განათლების სფეროში კოორდინაციისა და ერთიანი სტანდარტების შექმნის საშუალებას მისცემს.
ახალი სასწავლო წლიდან, თელავის სამუსიკო სასწავლებელში მეთერთმეტე კლასი იქნება. თელავის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორის ლელა ონიანის თქმით, სასწავლო პროგრამებს მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












