შაბათი, 04 სექტემბერი 2010 11:26
ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა „გურჯაანმა“ მსოფლიო ფოლკლორის 27-ე ფესტივალზე, რომელიც იტალიაში ჩატარდა, პირველი ადგილი აიღო.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა პაატა გურგენიძემ განუცხადა, ფესტივალში მსოფლიოს 43 ქვეყანა მონაწილეობდა. „ფესტივალამდე გასტროლები გვქონდა იტალიის 15 ქალაქში. ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება კი რომში გაიმართა, სადაც ჩვენ ავიღეთ გრამპრი - ნომინაციაში „საუკეთესო ანსამბლი“, - აღნიშნა გურგენიძემ.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||













