05:27:05

Share |

ლაგოდეხის რაიონში კიდევ ერთი უნიკალური სამარხი აღმოაჩინეს

ლაგოდეხის რაიონის სოფელ თელაში მოსწავლეებმა მდინარე ბაისუბნის ნაპირებზე  საძვალე შენიშნეს, რომლის შესწავლის შემდეგაც გაირკვა, რომ სამარხი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 მე-2 საუკუნეებს განეკუთვნება. სამარხი სავარაუდოდ მებრძოლისაა, რადგან მასში რკინის შუბი და თიხის ჭურჭელია ნაპოვნი.

„თუ შევხედავთ რა ფორმაზეა დამარხული გარდაცვლილი, ანუ ემბრიონის ფორმაში, როგორც ქრისტემდე მარხავდნენ და თუ იმასაც აღვნიშნავთ, რომ ნაპოვნია შავპრიალა ტიპის თიხაც, აღნიშნული სამარხი დაახლოებით მე-4 მე-2 საუკუნეებს მიეკუთვნება“, - განაცხადა ლაგოდეხის გამგეობის განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსმა აკაკი მჭედლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ თელაში მეწყერის შედეგად ჩვენს წელთაღრიცხვამდე I და II მეორე საუკუნეების უნიკალური ნივთები ერთი თვის წინაც აღმოჩნდა. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ელინისტური შავპრიალა თიხის ჭურჭელი, დოქები, ბრინჯაოს სამაჯურები და კალმის სამკაულები იპოვეს, რომლებიც ოქროს მტვრით არის დაფარული.

ადგილობრივები სოფელში არქეოლოგთა ჯგუფის ჩასვლას და სამარხის დეტალურად შესწავლას ითხოვენ.

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast24°C3.2m/s
0mm
19:00-01:00
Rainfrom north-northeast21°C0.4m/s
2.6mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast23°C2.9m/s
0.2mm
სამშაბათი 22.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northeast20°C0.9m/s
0.2mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2011 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy