05:31:36

Share |

დედოფლისწყაროში 9-10 მილიონი წლით დათარიღებული ნამარხი აღმოაჩინეს

დედოფლისწყაროში, დალის ხეობაში პალეონტოლოგებმა 9-10 მილიონი წლით დათარიღებულ ცხოველთა ეშვებს მიაკვლიეს. ნამარხში სავარაუდოდ მასტოდონტის მთლიანი ჩონჩხია შემონახული. ნაშთებს შესასწავლად ეროვნულ მუზეუმში გადაიტანენ.

„ძალიან საინტერესოა, რომ ძალიან ბევრი ეპოქაა მცირე ტერიტორიაზე აღმოჩენილი და დაფიქსირებული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუზეუმმა მიიღო ახალი, საინტერესო ექსპონატები, ხოლო მსოფლიო მეცნიერებამ მიიღო ახალი ინფორმაცია,“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრის აბესალომ ვეკუას თქმით, ყველაზე მეტად ყურადღებას მასტოდონტი იქცევს, რომელიც დღევანდელი სპილოს უშუალო წინაპარია.

ხორთუმიანის უძველესი სახეობის გარდა, გათხრების ადგილას იმ პერიოდის ფაუნის სხვა წარმომადგენლების ნარჩენებიც არის ნაპოვნი. მათ შორისაა შველისა და კუს წინაპრებიც. აღმოჩენილი ნარჩენები ადვილად იშლება, მათ ქანთან ერთად ამოიღებენ, შეფუთავენ და მეცნიერული შესწავლისთვის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გადაიტანენ, სადაც რესტავრაციას ჩაუტარებენ. ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი დეტალებისა და იმის დადგენა, თუ რა გარემო პირობებში უხდებოდათ პრეისტორიულ ცხოველებს არსებობა.

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast24°C3.2m/s
0mm
19:00-01:00
Rainfrom north-northeast21°C0.4m/s
2.6mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast23°C2.9m/s
0.2mm
სამშაბათი 22.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northeast20°C0.9m/s
0.2mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2011 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy