05:32:48

Share |

ნიკო ფიროსმანაშვილზე ახალი წიგნი გამოიცა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ნიკო ფიროსმანაშვილზე ახალი წიგნი „ფიროსმანაშვილი 100 კვადრატი“ გამოსცა. წიგნის ავტორი მხატვარი ვახტანგ რურუაა. წიგნში ფიროსმანის შემოქმედება განსხვავებული კუთხით არის წარმოდგენილი.

წიგნის ავტორს კვადრატი ინსტრუმენტად აქვს გამოყენებული. სწორედ ამ კვადრატის საშუალებით ხელოვნების მოყვარულები ნიკო ფიროსმანაშვილის 25 ტილოდან ისეთ დეტალებს განიხილავენ, რომლებიც დამთვალიერებლისთვის ხშირად შეუმჩნეველია.

„ფიროსმანის ნამუშევრების რეპროდუქციები და თვითონ ალბომები არაერთხელ გამოუციათ, მაგრამ ეს წიგნი თავისი კონცეფციით არის საინტერესო, რადგან მასში წარმოდგენილია 100 კვადრატი, ანუ 100 სხვადასხვა დეტალი მისი 25 ნამუშევრიდან“, - განაცხადა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დირექტორმა თინათინ მამულაშვილმა.

წიგნის პრეზენტაცია 23 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს სურათების ეროვნულ გალერეაში გაიმართება.

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast24°C3.2m/s
0mm
19:00-01:00
Rainfrom north-northeast21°C0.4m/s
2.6mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast23°C2.9m/s
0.2mm
სამშაბათი 22.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northeast20°C0.9m/s
0.2mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2011 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 23 24 25
26 27 28 29 30 31  

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy