ხუთშაბათი, 29 დეკემბერი 2011 14:22
თელავში, თეატრის შენობის წინ, ათი მეტრის სიმაღლის ნაძვისხე დადგეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა მიხეილ დაღუნდარიძემ განუცხადა, ნაძვისხე თურქეთში შეუკვეთეს და 30 ათასი ლარი დაჯდა.
მისივე თქმით, საახალწლოდ თელავში ერეკლე მეორეს გამზირი, ბარნოვისა და ნადიკვარის ქუჩები მოირთო.
„2012 წელი თელავისთვის მნიშვნელოვანი წელი იქნება, რადგან ის აღმშენებლობის წლად გამოცხადდა. ამიტომაც გვინდა, რომ თელაველები ახალ წელს განსაკუთრებულად შეხვდნენ და მართლაც დაუვიწყარი საღამო გაატარონ. დავდგით ნაძვის ხე, რომელსაც ჩვენი ქალაქი ნამდვილად იმსახურებს. ახალ წელს ყველა ღია ცის ქვეშ შევხვდებით, საღამოს კი ფოიერვერკი დაასრულებს“, - აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ხუცაიძემ.
თეატრის წინ დამონტაჟებულია სცენა, სადაც ახალი წლის ღამეს ცნობილი მომღერლები იმღერებენ. კონცერტი 11:00 საათზე დაიწყება. საახალწლო ღონისძიებებისთვის თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სულ 36 ათასი ლარია გამოყოფილი.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||













