05:35:48

Share |

ფიროსმანის სახლ - მუზეუმის დირექტორობა ორ კანდიდატს სურს

ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ - მუზეუმის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში 2 განაცხადია შესული. დირექტორობა ანზორ მაძღარაშვილს სურს, რომელიც ყოფილი დირექტორია და ახლა მოვალეობას ასრულებს. მეორე კანდიდატი კი დედოფლისწყაროს გამგეობის თანამშრომელი ნელი გობეჯიშვილია.

„ატესტაცია 2011 წლის დეკემბერში ჩატარდა. შედეგები თებერვლის პირველ რიცხვებში გახდება ცნობილი. როგორც გავიგე, ფიროსმანის სახლ-მუზეუმის დირექტორის ადგილის დაკავება ნელი გობეჯიშვილსაც სურს. წინასწარ ვერ გეტყვით, რა მოხდება, შედეგი გვიჩვენებს ყველაფერს. ის, რომ მე, მაგალითად, ატესტაცია ვერ ჩავაბარე, ამას მთელს საქართველოში არავინ დაიჯერებს, ხოლო თუ სხვა კუთხით უნდათ, ეგ სხვა ამბავია. ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ჩემს მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს არ უკავშირდება, მაგრამ ფაქტია, რომ მას შემდეგ დაიწყო ყველაფერი. თუ მე დირექტორობიდან გამათავისუფლებენ, იქ სამუშაოდ აღარ დავრჩები“, - განუცხადა ანზორ მაძღარაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

შეგახსენებთ, რომ ანზორ მაძღარაშვილი ფიროსმანის მუზეუმს წლებია რაც ხელმძღვანელობს. გასული წლის 21 ოქტომბერს, ანზორ მაძღარაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველო ფიროსმანის ღირსი არ არის. „რამდენიმე წელია ფიროსმანის სახლ - მუზეუმთან მისასვლელი გზა დაზიანებულია. მუზეუმში შემოვლითი გზით დავდივართ, ტურისტები კი აღარ მოდიან. ფიროსმანი ერთლარიანზე იყო გამოსახული და ისიც კი ამოიღეს ხმარებიდან. საქართველო ფიროსმანის ღირსი არ არის“, - აღნიშნა ანზორ მაძღარაშვილმა. კრიტიკული კომენტარის გამო ანზორ მაძღარაშვილი დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქეების სიიდან ამოიღეს. დაზუსტებული ინფორმაციით, ადგილობრივ ხელისუფლებას ფიროსმანობისთვის, რომელიც 22 ოქტომბერს აღინიშნა, დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქის სტატუსი ხუთი ადამიანისთვის უნდა მიენიჭებინა. 21 ოქტომბერს, საღამოს, ანზორ მაძღარაშვილი სიიდან ამოიღეს, დანარჩენი ოთხი კი საპატიო მოქალაქეებად გამოაცხადეს.

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast24°C3.2m/s
0mm
19:00-01:00
Rainfrom north-northeast21°C0.4m/s
2.6mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast23°C2.9m/s
0.2mm
სამშაბათი 22.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northeast20°C0.9m/s
0.2mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy