კულტურა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო - კვეტერას მდგომარეობა საგანგაშო არ არის
სამშაბათი, 17 იანვარი 2012 17:53
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე კვეტერას ციხე - ქალაქის კომპლექსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ფოტორეპორტაჟს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გამოეხმაურა.
„სპეციალისტების აზრით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძეგლის მდგომარეობა არ არის საგანგაშო, მით უმეტეს, თუ საფრთხეში მყოფ სხვა ძეგლების ფიზიკურ მდგომარეობას შევადარებთ. კვეტერა არქიტექტურული თვალსაზრისით საჭიროებს მცირე სარეაბილიტაციო სამუშაობს, რომელიც უკვე დაგეგმილია და რომლის პარალელურად მოხდება X საუკუნის ამ უნიკალური კომპლექსის სრული რეაბილიტაცია, ტერიტორიის ინფრასტრუქტურული და ტურისტული კეთილმოწყობის გათვალისწინებით“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის სპეციალისტთა დასკვით, 2004 წლის შემდეგ ძეგლთა მდგომარეობის სურათი შეცვლილია და დღესდღეობით, განადგურების პირას მყოფი ძეგლები, შეასაბამის ნუსხაში, თითქმის აღარ არსებობს.
„უკანასკნელი წლების განმავლობაში მხოლოდ კახეთის რეგიონში ურთულეს მდომარეობაში 100-ზე მეტი ძეგლია აღდგენილი. ალავერდი, გრემი, ნეკრესი, გურჯაანის ყველაწმინდა, ახალი და ძველი შუამთა, მანავის ღვთისმშობელი, იყალთო, ძველი გავაზი, ბახტრიონის ეკლესია და ჭიკაანი, ეს არის იმ ძეგლთა მცირე ჩამონათვალი, რომლებსაც სპეცილისტებმა პირვანდელი სახე დაუბრუნეს. კახეთის რეგიონში გამაგრებული და აღდგენილია: სოფლის, გზისპირა, ტყეებსა და ხეობებში მიტოვებული 100-ზე მეტი ძეგლი. სარესტავრაციო პროცესები კულტურული მემკვიდრეობით გამორჩეულ, მდიდარ რეგიონში კვლავ გაგრძელდება. მიმდინარე წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამა რეგიონში სარესტავრაციო პროცესებისთვის აუცილებელი თანმიმდევრობით გაგრძელდება.
2012 წელს კახეთის რეგიონში დაგეგმილი მასშტაბური სამუშაობის პარალელურად ამ ეტაპისთვის დაგეგმილია უჯარმის კომპლექსის კონსერვაციისა და ინფრასტრუქტურის პროექტირება, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმის მეორე კორპუსის საპროექტო დაკუმენტაციის მომზადება და ფიზიკური სამუშაობის განხორციელება. თუშეთში სოფელ კვავლოს კოშკის რეაბილიტაცია, ალავერდის მთავარი ტაძრის რეაბილიტაცია, ხაშმის კაწარეთის სამების გადახურვის რეაბილიტაცია, ვაჩნაძიანის ყველაწმინდის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, დავით გარეჯის დოდო რქის სარებილიტაციო სამუშოები, გრემის აბანოს საკონსერვაციო სამუშაობი, დოლოჭოპის არქეოლოგიური სამუშაობი და სხვა“, - აღნიშნეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||













