შაბათი, 21 იანვარი 2012 19:49
კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“რუსული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის, სტანისლავ სადალსკის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
შემოქმედებით საღამოზე მსახიობმა საქართველოსადმი სიყვარულზე, სამსახიობო კარიერის დასაწყისზე, როლებსა და პედაგოგებზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა სტანისლავ სადალსკის საქართველოს მოქალაქეობა 2007 წელს მიანიჭა. როგორც რუსმა მსახიობმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მასზე ბევრი განაწყენდა; როგორც მსახიობისთვის ბევრი კარი დაიხურა, ფილმებსა და ტელესპექტაკლებში თითქმის აღარ იღებენ. მოსკოვიდან, სადალსკისთან ერთად, ორი მსახიობი ქალიც ჩამოვიდა, რომლებმაც კაჭრეთში შეკრებილი საზოგადოებისთვის იმღერეს.
შემოქმედებითი საღამოს დასასრულს, სტანისლავ სადალსკიმ სტუმრები ქართულ ღვინოზე, მწვადებსა და ევროპულად მოწყობილ ფურშეტზე მიიწვია. სადალსკი თბილისში გუშინ ჩამოვიდა.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||













