ორშაბათი, 23 იანვარი 2012 13:07
თელავის რაიონის სოფელ კისისხევში ნათლისმცემლის სახელობის უძველესი ეკლესია ინგრევა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა მიხეილ დაღუნდარიძემ განუცხადა, ეკლესიის მდგომარეობის შესახებ შესაბამის ორგანოებს გასულ წელს აცნობეს, მაგრამ არავინ დაინტერესდა.
კისისხევის ნათლისმცემელი, ე.წ სვიმონიანთ საყდარი მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესიაა. საყდარი რიყის ქვისა და აგურის მონაცვლეობითი წყობით არის ნაგები. ძეგლის აგების თარიღი დადგენილი არ არის. ეკლესიის სახურავი თითქმის მთლიანად ჩამონგრეულია, სახურავის ფრაგმენტი მხოლოდ საკურთხევლის ზემოთ არის შემორჩენილი და ისიც დანგრევის პირასაა. კედლები რამოდენიმე ადგილას დაბზარულია. საყდარი სავსეა სახურავის ნანგრევებით. კედლებსა და სახურავის დარჩენილ ნაწილზე კი ხეები და ბალახებია ამოსული.
„ჩვენი მოვალეობაა, რომ ძეგლები დავათვალიეროთ, სურათები გადავუღოთ და გადავუგზავნოთ კულტურის სამინისტროს, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. სურათები სამინისტროს და სააგენტოს დაახლოებით ერთი წლის წინ გავუგზავნეთ, მაგრამ ჯერ ინფორმაციაც კი არ გვაქვს, რეაბილიტაცია იგეგმება თუ არა,“ - აღნიშნა მიხეილ დაღუნდარიძემ.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||













