ხუთშაბათი, 26 იანვარი 2012 12:45
ახმეტაში VI საუკუნის ღვთაების სამონასტრო კომპლექსი ინგრევა. კომპლექსი „ღვთაების“ სამნავიანი ბაზილიკის, დარბაზული ტიპის ეკლესიის, დიდი მარნის, ორსართულიანი სასახლისა და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობების ნანგრევებისგან და ნაშთებისგან შედგება.
სამონასტრო კომპლექსი წმინდა ანტონ მარტყოფელის დროებითი სადგომი ყოფილა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს, ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ძეგლთა დაცვის მთავარმა სპეციალისტმა ელდარ ჭიჭიაშვილმა განუცხადა, კომპლექსიდან განასაკუთრებულ ყურადღებას „ღვთაების“ სამნავაიანი ბაზილიკა ითხოვს. ტაძარი სანახევროდ დანგრეულია და სრული განადგურება ელოდება.
„ტაძრის ცენტრალური და სამხრეთი ნავი მთლიანად ჩამონგრეულია. რაც შეეხება ჩრდილოეთ ნავსა და დასავლეთით მიშენებულ ნაწილს, შედარებით უკეთ არის შემონახული, თუმცა, მთლიანობაში ტაძარი დანგრეულია და გადაუდებელ არქეოლოგიურ შესწავლასა და რესტავრაციას საჭიროებს“, -აღნიშნა ელდარ ჭიჭიაშვილმა
მისი თქმით, ტაძრის ინტერიერის მთელი არქიტექტურული ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ იგი მრავალ ნატიფად შესრულებულ თაღსა და სვეტს მოიცავს. საინტერესოა კამარების ქვის წყობაც. „არანაკლებ ყურადღებას იპყრობს უზარმაზარი მარანი, რომელიც ტაძრის ჩრდილოეთ ნავზეა მიშენებული. შემონახულია მარანში შესასვლელი თაღოვანი კარი. ნანგრევების მიხედვით, მარანში ოთხი ქვითკირის საწნახელი ყოფილა აშენებული. მარნის სიახლოვეს, სასაფლაოს გარეთ, უზარმაზარი ქვევრის ძირია შემონახული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მონასტრის გარშემო ვენახები ყოფილა გაშენებული. ჩვენი ძალებით, იანვრის დასაწყისში სამონასტრო კომპლექსის შემოგარენი და ეზო მთლიანად გავათავისუფლეთ ბარდებისგან“, - განაცხადა ჭიჭიაშვილმა.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||













